ბიოგრაფია

განათლება

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2001

 

სამუშაო გამოცდილება

  • პარტიასტრატეგია აღმაშენებლისგენერალური მდივანი, 2017 - დღემდე
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 2014 – 2017
  • ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი, 2014 – 2017
  • საქართველოს პარლამენტის შტატგარე მოსამსახურე, 2014 – 2016
  • ლანჩხუთის,ოზურგეთისა და ჩოხატაურის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, 2012 – 2013
  • სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგელე, ვიცე-გუბერნატორი ლანჩხუთი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, 2012 – 2013
  • სახელმწიფო აუდიტი სამსახური. სახელმწიფო აუდიტორი, 2011 – 2012
  • საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი აუდიტორი, 2011 – 2012
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, 2009 – 2011
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2008 – 2009
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მოწვეული სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, 2004 - 2008
  • შპს. „სანდო“ (საადვოკატო კომპანია) ადვოკატი, 2002 – 2004
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი, 2000 - 2001

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
  • საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფირეფორმების ჯგუფი“ - პოლიტიკური ჯგუფის წევრი 17.12.2021-დან
  • ფრაქციარეფორმების ჯგუფი, წევრი 25.10.2021 – 26.11.2021
  • ფრაქციაშარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, წევრი 03.06.2021 – 25.10.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 28.01.2022-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 29.12.2021 – 28.01.2022
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 02.12.2021 – 17.12.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 02.12.2021 – 17.12.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 21.06.2021 – 26.11.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 26.11.2021 
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 21.06.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 10.06.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 10.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

 

29.03.2022 - პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა რუსეთის აგრესიის პარალელურად შიდაპოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობაზე

15.03.2022 - პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია პოლიტიკური ძალების ერთიანობა. მოუწოდებს უმრავლესობას შეიქმნას სამუშაო ფორმატები, რომლებშიც ოპოზიცია იქნება ჩართული

01.03.2022 - პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებებზე. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით ანტიდასავლურად შეაფასა

15.02.2022 - პაატა მანჯგალაძემ უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება. გააკრიტიკა ქართული ოცნება

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა პოლიტიკური რადიკალიზაციის პრობლემაზე და ხაზი გაუსვა სიძულვილზე დამყარებული პოლიტიკის მიუღებლობას

14.12.2021 - პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და ხელისუფლებამ დაიყოს საზოგადოების რეალურ პრობლემებზე ზრუნვა

30.11.2021 - პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანაში სიტუაციას. აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას. არასწორად მიაჩნია არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი

02.11.2021 - პაატა მანჯგალაძემ უარყოფითად შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდოს ხელისუფლება

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების ანულირების შეუძლებლობაზე და ივარაუდა, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გადავა ოპოზიციაში

08.06.2021 - პაატა მანჯგალაძე მიესალმა ახალი ოპოზიციური ძალების შესვლას პარლამენტში. ისაუბრა მერაბ კოსტავას სახლზე და აღნიშნა, რომ ნაგავსაყრელადაა ქცეული

13.05.2021 - პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, თანადგომა დაუფიქსირა პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირებს

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის და  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციების შემცირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.05.2021. N07-3/58/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს უფლება რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით, გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა, შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ამდენად, დაშლილი ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებსაც ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.12.2021. N07-3/129/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ პირს მიეცეს უფლებამოსილება საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელი თანხის გარკვეული ნაწილი საკუთარი შეხედულებისამებრ მიმართოს საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაციის სასარგებლოდ.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.10.2021. N07-3/113/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვსრომ მცირე შემოსავლიანი გადასახადის გადამხდელებს შეუმსუბუქდეთ საგადასახადო ტვირთი და გარკვეული ვადით (6 თვით) კვლავ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.06.2021. N07-3/78/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ხელმძღვანელს (რექტორს), ნაცვლად აკადემიური საბჭოსა, აირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით. ამასთან კანონპროექტით მოთხოვნილია, რომ  ხელმძღვანელი (რექტორი) არ შეიძლება იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 02.06.2021. N07-3/70/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

 

დეპუტატი დაინტერესდა პენსიის მიმღებთა და საპენსიო სესხების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2018-2022 წლებში საზღვრის კვეთის თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020 წლიდან 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით რამდენმა მოქალაქემ ითხოვა საქართველოში ბინადრობის ნებართვა და რამდენია მაქედან რუსეთის მოქალაქე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში საპენსიო სესხების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ლარის კურსის სტაბილურობით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესითა და პენსიების ლიბერთი ბანკში გაცემის საკითხით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტიანობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფლაციის საკითხით, გარდა ამისა, არსებული მოგების გადასახადის მოდელის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებისა და ქვეყნის საგარეო ვალის მიმართულებებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დეოკუპაციასთან, მცოცავ ოკუპაციასთან და ანექსიასთან მიმართებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკით; გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხით.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

პაატა მანჯგალაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“

ამჟამინდელი პარტია

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“

დაბადების თარიღი

1979-08-12

დეპუტატი
პარტიის ლოგო