ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სამედიცინო აკადემია, მკურნალი ექიმი, 1996

 

სამუშაო გამოცდილება
  • „გირჩი“. დამფუძნებელი, პოლიტიკოსი, 2016 - დღემდე
  • შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“. დამფუძნებელი, დირექტორი, 2013 - 2017
  • შპს „ბერტა“. გენერალური დირექტორის მოადგილე, 2012 - 2012
  • თბილისის აგრარული უნივერსიტეტი. პრორექტორი, 2011 - 2011
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. კვლევების ცენტრის დირექტორი, 2008 - 2010
  • მსოფლიო ბანკის კონსულტანტი, 2007 - 2008
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, 2004 - 2007
  • სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. გენერალური დირექტორის მოადგილე, 2003 - 2004
  • „პაციენტთა უფლებათა დაცვის კავშირი“. დამფუძნებელი, დირექტორი, 2000 - 2003
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სამედიცინო დეპარტამენტის მრჩეველი, 2000 - 2000
  • საქართველოს პარლამენტი. წევრის თანაშემწე, 1999 - 1999
  • კლინიკური ორდინატურა ზოგად ქირურგიაში, 1996 - 1999

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“, წევრი 16.06.2021-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 29.04.2021 – 23.06.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 29.04.2021 – 23.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 23.07.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 20.07.2021-დან
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021-დან

 

 

21.06.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილმა მიიჩნია, რომ ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა მთავარი საკითხი, რაც დაგვაახლოვებს ევროკავშირთან.

10.05.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილი უარყოფითად აფასებს ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაიდუმლოების ფაქტს

26.04.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების პოზიციებს უკრაინასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარს რუს ოლიგარქთან და ამის ფონზე მოსალოდნელად ჩათვალა დასავლური სანქციები საქართველოს მიმართ

12.04.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გაჩენილი შესაძლებლობა უკრაინელების დამსახურებაა და ამ გზაზე მათთან ერთად უნდა ვიაროთ

29.03.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადადგას სახელწიფომ იმისთვის, რომ რეალურად დატოვოს საბჭოთა კავშირი

15.03.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკრიტიკა უმრავლესობა და პარლამენტის მუშაობის წესი. დადებითად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა. აღნიშნა, რომ შიდა დაპირისპირება მთავარ თემებზე მუშაობას უშლის ხელს

01.03.2022 - ვახტანგ მეგრელიშვილმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ

15.02.2022 -ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკრიტიკა წამლების შესახებ კანონი, რომელიც დაჩქარებული წესით იხილება

14.12.2021 - ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ შერიგების პროცესის დაწყება ჩვეულებრივი ადამიანების პატივისცემით უფრო არის შესაძლებელი, ვიდრე ფორმალურად ამის გაცხადებით

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა პოლიტიკური პოლარიზაციის სიმწვავეზე და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ

02.11.2021 - ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მდიდარი საზოგადოების შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და პრობლემურ საკითხებზე პარტიებს შორის დიალოგი

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ძალაუფლების დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე, ამასთან, მიუთითა პროპორიციული საარჩევნო სისტემის დადებით მხარეებსა და მისი სრულად შემოღების აუცილებლობაზე

08.06.2021 - ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანები არ უნდა დავაჯგუფოთ რაიმე ნიშნით, მაგალითად ქალებად, ბავშვებად და ა.შ. გააკრიტიკა სახელმწიფოს მხრიდან აკრძალვების დაწესება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს   2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშულებზე ამნისტიას.

„ამნისტიის შესახებ“ 24.05.2021. N07-3/59/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 10.02.2022. N07-3/169/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული წევრებისთვის საარჩევნო მოხელის სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.01.2022. N07-3/164/10.

_________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს და უსკოს წევრებს ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება. ასევე, იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგეთ ან გაუგრძელდეთ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 09.03.2022. N07-3/176/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციების გაზრდას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 21.12.2021. 07-3/147/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არაკონსტიტუციური მტკიცებულების სტანდარტით არის გასამართლებული, მიეცეთ შესაძლებლობა მათი საქმის გადასინჯვისა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.12.2021. 07-3/132/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცეთ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.12.2021. 07-3/131/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სასჯელის გაუქმებას მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.11.2021. N07-3/117/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატი დაინტერესდა, რომელი ორგანოა კომპეტენტური საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების სახელმწიფო კვოტების განმსაზღვრელი. აგრეთვე, რა მეთოდოლოგიით ხდება აღნ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა მაძიებელი მასწავლებლების დასაქმებისა და მოსამზადებელ კურსებზე სწავლის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

ვახტანგ მეგრელიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

გირჩი

ამჟამინდელი პარტია

გირჩი

დაბადების თარიღი

1972-02-28

დეპუტატი
პარტიის ლოგო