ბიოგრაფია

განათლება

  • ოტო-ვონ გუერიკის უნივერსიტეტი, B. Sc in Management, 2003
  • ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი, ფაკულტეტი-ეკონომიკა, 1996 - 1999
  • გაცვლითი პროგრამა "Freedom Support Act"-ის გამარჯვებული-გაცვლითი სასწავლო კურსი დეკორას სკოლაში, 1995 - 1996
  • ბათუმის №1 საშუალო სკოლა, 1985 - 1995

 

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის საკრებულოს წევრი, 2014 - 2017
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მდივანი, 2013 - 2013
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, 2013 - დღემდე
  • ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, პროგრამირების კოორდინატორი, თემები-ქალების გაძლიერება, უმცირესობების უფლებები, კონფლიქტები. 2010 - 2013
  • აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, 2004 - 2008
  • ოტო-ვონ გუერიკის უნივერსიტეტი, 1999 - 2003
  • აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საკითხთა მუდმივი კომისიის თანამშრომელი, 1997 - 1999

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“, თავმჯდომარე 25.10.2021 – 26.11.2021
  • ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, თავმჯდომარე 03.06.2021 – 25.10.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 02.12.2021 – 17.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 02.12.2021 – 17.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 26.11.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 26.11.2021
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 10.06.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 10.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.05.2021-დან
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021

 

 

07.06.2022 - ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ახალისებს ძალადობას. მიაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს უმრავლესობა ძალადობის წახალისებით და პარტნიორებზე თავდასხმით.

24.05.2022 - ხათუნა სამნიძემ ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე და ხელისუფლებას ფემიციდის პრევენციისთვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა

29.03.2022 - ხათუნა სამნიძემ ისაუბრა ალტ-ინფოს მოწოდებებზე, შეაფასა ის პრორუსულ და ღიად ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებად და მოუწოდა ხელისუფლებას მათ შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ

01.03.2022 - ხათუნა სამნიძემ ისაუბრა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე. ამასთან. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეაფასა უარყოფითად

01.02.2022 - დეპუტატი გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ხელისუფლებას მიუთითა ტექსტში რუსეთის ფედერაციის ჩაწერის აუცილებლობაზე

16.11.2021 - დეპუტატმა მოუწოდა ხელისუფლებას პოლიტიკური რადიკალიზაციის განმუხტვისკენ

02.11.2021 - ხათუნა სამნიძე არ ეთანხმება ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გასვლას. აუცილებლად მიაჩნია საკონსტიტუციო რეფორმის დროულად და კონსენსუსის საფუძველზე გატარება

22.06.2021 - ხათუნა სამნიძემ ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მიუთითა რეფორმის აუცილებლობაზე

22.06.2021 - ხათუნა სამნიძის თქმით, ქვეყანაში მართლმსაჯულება პოლიტიკურია, ამასთან, დეპუტატმა გამოთქვა მზაობა შესრულდეს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

08.06.2021 - ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია დაიწყოს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება

25.05.2021 - ხათუნა სამნიძე

13.05.2021 - ხათუნა სამნიძემ პრობლემად მიიჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის დღევანდელი ფორმით არსებობა და სთხოვა თავდაცვის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ხედვის ჩამოყალიბება.

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტების და ამ აქტების შედეგად მომხდარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფას გულისხმობს. 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 06.06.2022. N07-3/216/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის და  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციების შემცირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.05.2021. N07-3/58/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.

______________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.

______________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, ან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც არის საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 21.07.2021. N07-3/98/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატმა მოსთხოვა კულტურის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მთავრობის ადმინისტრაციას წარმოადგინოს 2021 წელს მიღებული განკარგულებები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თბილისის მერს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რამდენად არის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირების საჭიროებებთან.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დაკრძალვისა და სარიტუალო საქმიანობისგან 2019, 2020 და 2021 წლებში მიღებული შემოსავლითა და ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეკონომიკის სამინისტროს წარმოადგინოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კონკრეტულად გაწერილი გეგმა

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა რაოდენობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუვიდა ვადა 2021 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით. აგრეთვე, მათი ჯამური ღირებულება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა რეგიონული განვითარების მინისტრს 2022-2024 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს ანგარიში თუ რის საფუძველზე ვარაუდობს 2022 წელს კორონავირუსის გავრცელების დადებით მაჩვენებელს.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეკონომიკის სამინისტროს კოვიდშეზღუდვების მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს წარმოადგინოს დასაქმების პოლიტიკის მიმართულებით უწყების გეგმები და ნაბიჯები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მთავრობის ადმინისტრაციას წარმოადგინოს მთავრობის 2021 წლის განკარგულებები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრს მოსთხოვა ეროვნული ჯანდაცვის ანგარიშების წარმოდგენა ასევე, განმარტოს თუ რატომ არ არის გამოქვეყნებული აღნიშნული ანგარიშები სამინისტროს ვებგვერდზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა პრემიერ-მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა თანხებით გეგმავს პოლიციელთათვის ბინების აშენებას.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა რეგიონული განვითარების მინისტრს წარმოადგინოს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების სტატისტიკური ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი 2021-2022 წლებში

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აქვს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული და არიან თუ არა ე.წ. ოდეერები პარლამენტში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კერძო და მუნიციპალური სასაფლაოების ტერიტორიის ზომითა და კვადრატული ერთეულის ფასით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მუნიციპალიტეტებს წარმოადგინონ მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ - ების ჩამონათვალი და მათი 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტები და საშტატო ნუსხები.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რამდენ სოფელს მიეწოდება ინტერნეტი და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რამდენი სოფლის ჩართვაა გათვალისწინებული ინტერნეტიზაციის პროგრამაში

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები იდგმება მიწების პრივატიზაციის მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა პროექტები დაფინანსდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2020-2021 წლის განმავლობაში

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული ლიკვიდური, გადახდისუუნარო და მომგებიანი საწარმოების კლასიფიკაციის, შემცირებისა და რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებისა და დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ დეტალური ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული რკინის ჯვრისთვის გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა და აპირებს თუ არა შესაბამისი სამსახური მის დემონტაჟს

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების ჩამონათვლით. აგრეთვე, მოითხოვა იმ კომპანიების ნუსხა, რომელთა გაუქმება უნდა განხორციელდეს პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ინფორმაცია პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების და ტენდერების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ გაძვირდა გაზის ტარიფი 2022 წლიდან.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის და მათ მიერ დაფუძნებული სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადებითა და უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ ჭიანურდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ლარის კურსის სტაბილურობით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესითა და პენსიების ლიბერთი ბანკში გაცემის საკითხით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტიანობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფლაციის საკითხით, გარდა ამისა, არსებული მოგების გადასახადის მოდელის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებისა და ქვეყნის საგარეო ვალის მიმართულებებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დეოკუპაციასთან, მცოცავ ოკუპაციასთან და ანექსიასთან მიმართებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკით; გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხით.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

ხათუნა სამნიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამჟამინდელი პარტია

რესპუბლიკური პარტია

დაბადების თარიღი

1978-11-28

დეპუტატი
პარტიის ლოგო