ბიოგრაფია

განათლება

  • ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის ბალტიის სკოლა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, 2011
  • ბალტიის საერთაშორისო აკადემია, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, 2009
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, 2007

 

სამუშაო გამოცდილება

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე, 2017 - 2020
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს წევრი, 2014 - 2017
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, უფროსი სპეციალისტი, 2011 - 2012
  • საქართველოს საელჩო ლატვიაში, თანაშემწე, 2007 - 2010

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, წევრი 31.05.2021-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 21.06.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 21.06.2021-18.11.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 23.07.2021-დან 
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 07.09.2021-დან
  • ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021-დან

 

 

29.03.2022 - ანა წითლიძემ გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინაში დაღუპული ქართველებისთვის შესაბამისი პატივის მიგების გარეშე დაკრძალვის გამო

15.03.2022 - ანა წითლიძემ გააკრიტიკა ქართული ოცნება, მოუწოდა ხელისუფლებას ხელი შეუწყონ ლტოლვილებს და დაეხმაროს უკრაინას ქმედითი ნაბიჯებით

01.03.2022 - ანა წითლიძემ ისაუბრა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდა კრიზისის პერიოდში არ დაკავდნენ ვიწროპარტიული დაპირისპირებით

15.02.2022 - ანა წითლიძემ დადებითად შეაფასა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. პრობლემურად მიაჩნია ის, რომ ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ გადაცემულა კანონით დადგენილი ნივთები

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ვეტერანის სტატუსი მიენიჭოთ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 02.05.2022. N07-3/204/10.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 10 000 ლარი მიეცეთ იმ სამხედროების ან სამოქალაქო პირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან თავდაცვისას ბრძოლებში გარდაიცვალნენ. აგრეთვე, ამ ოჯახებს დაენიშნოთ სოციალური დახმარება. 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 27.04.2022. N07-3/202/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, ვინც მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლის წესში ცვლილებებსა და სანქციების გამკაცრებას ამ მიმართულებით.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 20.04.2022. N07-3/198/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

 

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული დღემდე ბათუმის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მისამართის რეგისტრაციის ცვლილებათა სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს 2020, 2021 და 2022 წლებში ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოთხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს ინფორმაცია თუ როდის გეგმავს სოფელ ხურჩაში არსებული ამბულატორიის პრობლემის მოგვარებას.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ეტაპზეა ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა. აგრეთვე, რა ეტაპზეა ყინულის მოედნის ძველ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის სამუშაოები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენი პენიტენციური დაწესებულებაა ქვეყანაში, რამდენი პატიმარია თითოეულ დაწესებულებაში და რა ხარჯები არის გათვალისწინებული მათთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა სოფელ ოქროს საწმისში არსებული ხიდის შეკეთებისთვის კონკრეტული ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა სოფელ ჯიხაშკართა მისასვლელი გზის შეკეთებისთვის კონკრეტული ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ შესყიდული და მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობისა და განსახლების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა იგეგმება ზუგდიდში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის მიზნით და რითი ეხმარება მათ სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რატომ მოუხსნეს ზუგდიდში ფაიფურის ყოფილ ავიაციის შენობაში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოთხოვა ეკონომიკის სამინისტროს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკისა და წესის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენი პენსიონერი და რამდენი შშმ პირია საქართველოში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი მსჯავრდებული მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად ადაპტირებულია სამხედრო განათლება ქვეყნის გამოწვევებთან და საფრთხეებთან. აგრეთვე, დაინტერესდა სამხედროების მომზადების დონით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლიდან დღემდე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობით. აგრეთვე, მოსთხოვა განათლების მინისტრს წარმოადგინოს მისი ხედვა თუ რა იგეგმება ფინანსური საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესამცირებლად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში უნივერსიტეტების, სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობისა და სტუდენტების რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში წყლის რესურსების რაოდენობითა და გარემოს დაცვის მინისტრის ხედვით წყლის რესურსებთან დაკავშირებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანასთა მინისტრს წარმოადგინოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ანა წითლიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამჟამინდელი პარტია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დაბადების თარიღი

1986-10-04

დეპუტატი
პარტიის ლოგო