ბიოგრაფია

განათლება

  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი,საკონსტიტუციო სამართალი, 2002
  • ამერიკის უნივერსიტეტი,სახელმწიფოს მართვა, 2001
  • ალეგენის კოლეჯი, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია, 1997

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, 2016 -დღემდე
  • საქართველოს უნივერსიტეტი.მოწვეული ლექტორი, 2015 -დღემდე
  • ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლივიის საპარლამენტო პროგრამის დირექტორი, 2014 - 2015
  • მარტენსის ევროპულ კვლევათა ცენტრის საპატიო მკვლევარი, 2013 - 2014
  • ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩი, 2005 - 2013
  • ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი, 2002 - 2004
  • საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნები სფონდი. უფროსი სპეციალისტი, 2001 - 2001
  • კარანა კორპორაცია. უფროსი სპეციალისტი, 2000 - 2001
  • საქართველოს საელჩო აშშ-ში. კანცელარიის გამგე, 1998 - 1998
  • მონტერეის საერთაშორისო კვლევების ცენტრი-ჰერბერდსკოვილის სახელობის მკვლევარი, 1997 - 1998

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი24.02.2022-დან
  • ფრაქცია „ლელო" -პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი 13.12.2021-24.02.2022
  • ფრაქცია „ლელო" -პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი 13.05.2021 - 26.11.2021
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარის მოადგილე 20.01.2017 - 11.12.2020
  • ფრაქცია „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის", წევრი 13.01.2017 - 20.01.2017
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისთვის", წევრი 18.11.2016 - 13.01.2017
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი 24.04.2004 - 16.06.2005
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 09.03.2022-დან
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-24.02.2022
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 29.12.2021-24.02.2022
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 06.12.2021 - 13.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 10.06.2021 - 26.11.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 27.05.2021 - 26.11.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 - 27.05.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 13.02.2017 - 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 09.02.2017 - 18.12.2018
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 09.02.2017 - 13.02.2017
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 21.11.2016 - 13.01.2017
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 13.01.2017
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 21.11.2016
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 26.04.2004 - 16.06.2005

დელეგაციები/საბჭოები

  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.07.2020 - 11.12.2020
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 - 30.12.2021
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 11.12.2020
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 11.12.2020
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 02.04.2019
  • სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივა, საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 15.06.2004 - 16.06.2005

15.02.2022 - სალომე სამადაშვილმა გააკრიტიკა უმრავლესობა და მათი მიღებული რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით. არ ემხრობა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

30.11.2021 - სალომე სამადაშვილმა გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე. მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფო არასოდეს ისე შორს არ ყოფილა ევროპისაგან, როგორც დღესაა

19.10.2021 - დეპუტატმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლირიზაციის ხარისხი პრობლემურად შეაფასა. ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაზე და ის შეაფასა მიკერძოებულად

05.10.2021 - სალომე სამადაშვილმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. გამოთქვა გიორგი კალანდარიშვილის პარლამენტში დაბარების ინიციატივა არჩევნებზე არსებული დარღვევების გამო

07.09.2021 - დეპუტატმა მიუთითა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ასეთ დროს არ აქვს დასვენების უფლება

08.06.2021 - სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვისაა. ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაზე. მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს

13.05.2021 - სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, მოუწოდა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ და აღნიშნა, რომ ოპოზიცია დაიბარებს საგარეო საქმეთა მინისტრს

სალომე სამადაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული შეთანხმების გარშემო

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მთავრობისთვის გადაცემული დროებითი უფლებამოსილება დაადგინოს კარანტინის და იზოლაციის წესები შეწყდეს 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2022 წლის ივლისში.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 11.05.2022. N07-3/208/10.

__________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  რუსეთის ფედერაციის აგრესიის განდიდებას, გამართლებას ან მხარდაჭერას გამოხატვის ნებისმიერი საშუალებით და ფორმით, მათ შორის, აგრესიის სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრირების გზით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.04.2022. N07-3/197/10.

__________________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისა და ხსენებული შეჭრის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ომის დანაშაულების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შეფასება. 

„უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი, 07.04.2022. N07-3/191/10.

__________________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.

__________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათებისშემოღებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 25.01.2022. 07-3/157/10.

__________________________________________

დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსშექმნას.

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ" 25.01.2022. 07-3/158/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლორეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატებისთავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემისშემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.

________________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდეპარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს უფლება რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით, გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალურიოდენობის დანაწესისა, შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ამდენად, დაშლილი ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და„რეფორმების ჯგუფის" წევრებსაც ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 01.12.2021. N07-3/129/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულმოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ" 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 22.12.2021. 07-3/150/10.

_____________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

 

 

 

დეპუტატმა მოსთხოვა შს სამინისტროს წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის ინფორმაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

სალომე სამადაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამჟამინდელი პარტია

ლელო საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1976-04-02

დეპუტატი
პარტიის ლოგო