ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, 2007

 

სამუშაო გამოცდილება

  • სს "RMG COPPER"-ის და შპს "RMG GOLD", კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, 2019 - 2022
  • სს "RMG COPPER"-ის და შპს "RMG GOLD", ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი, უფროსი, 2017 - 2019
  • საქართველოს მთავარი პროკურორის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, უფროსი, 2015 - 2017
  • საქართველოს მთავარი პროკურორის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, 2014 - 2015
  • სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი, საკადრო საკითხთა ექსპერტი, 2013 - 2014
  • საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პარტნიორები" , იურისტი, 2010 - 2013
  • საადვოკატო ბიურო "პოლი და შტაგე-პოლი" (Pohlund Stage-Pohl), ადვოკატის თანაშემწე, 2006 - 2009


საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 12.04.2022-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი 13.04.2022-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 13.04.2022-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობისთვის აღარ იყოს საჭირო საკრებულოს მხრიდან მისი უფლებამოსილების ცნობა. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 11 დღის გასვლა. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ წევრის უფლებამოსილება, რომელიც საბოლოო ოქმით უკვე გამარჯვებულად არის ცნობილი, ავტომატურად იქნება აღიარებული.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/207/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

ირაკლი შატაკიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1984-04-19

დეპუტატი
პარტიის ლოგო