ბიოგრაფია

განათლება

  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები, 2012

 

სამუშაო გამოცდილება
  • პროგრამების სასწავლო პლატფორმა Bitkamp მენტორი, თანადამფუძნებელი2019 - დღემდე
  • პოლიტიკური პარტია „გირჩი“მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი2015 - დღემდე
  • სარეკლამო კომპანია „ვინდფორს“კოპირაიტერი2013 - 2015
  • ტვ „ტაბულა“მენეჯერი2013 - 2014
  • ტვ „მე-9 არხი“. ვებ სერვისების მენეჯერი2012 - 2013
  • „ტბილისი ჰოსტელი“. დირექტორი2010 - 2012
  • ბარი „პარმა“. მენეჯერი2009 - 2009
  • რესტორნების ქსელი. ოფიციანტი2007 - 2008

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი გირჩი“, წევრი 29.11.2021-დან

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 03.12.2021-დან

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 03.12.2021-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან

 

07.06.2022 - ჰერმან საბოს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ის საკითხია, რომელიც ყველა პარტიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რაც ევროკავშირისთვის იქნება ერთიანობის სიმბოლური გზავნილი.

10.05.2022 - ჰერმან საბოს მიაჩნია, რომ პარლამენტში მიღებულ ყველა კანონპროექტს გააჩნია ეკონომიკური ეფექტი. დაუშვებლად მიაჩნია ჩარევა ვაჭრობაში, ვინაიდან ეს ეკონომიკას ანელებს

26.04.2022 - ჰერმან საბომ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და ხელისუფლებას მოუწოდა გაატაროს კონრეტული რეფორმები, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს შესაძლო ომს. აუცილებელ რეფორმებს შორის დაასახელა იარაღის დაკანონება და მიწების ხალხისთვის საკუთრებაში გადაცემა

29.03.2022 - ჰერმან საბომ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს ისაუბრონ კონკრეტულ გეგმაზე თუ რას გააკეთებენ ქვეყნისთვის

01.03.2022 - ჰერმან საბომ ისაუბრა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და მიუღებლად მიიჩნია მისი ამ ფორმით არსებობა

15.02.2022 - ჰერმან საბოს მიაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება

14.12.2021 - ჰერმან საბომ უარყოფითად შეაფასა მწვანე პასპორტების შემოღება. მოუწოდა მოქალაქეებს, კარგად გაიაზრონ ის, თუ როგორ იყენებს მთავრობა უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას

30.11.2021 - ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობა აუცილებელია ეკონომიკის ზრდისათვის. მისი აზრით, თუ არ იარსებებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, ღარიბები ვიქნებით

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 10.02.2022. N07-3/169/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული წევრებისთვის საარჩევნო მოხელის სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.01.2022. N07-3/164/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს და უსკოს წევრებს ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება. ასევე, იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგეთ ან გაუგრძელდეთ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 09.03.2022. N07-3/176/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციების გაზრდას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 21.12.2021. 07-3/147/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპოექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცეთ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.12.2021. 07-3/131/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არაკონსტიტუციური მტკიცებულების სტანდარტით არის გასამართლებული, მიეცეთ შესაძლებლობა მათი საქმის გადასინჯვისა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანისშესახებ“ 07.12.2021. 07-3/132/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

ჰერმან საბო

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

გირჩი

ამჟამინდელი პარტია

გირჩი

დაბადების თარიღი

1988-11-18

დეპუტატი
პარტიის ლოგო