ბიოგრაფია

განათლება

  • რიჯენთსის უნივერსიტეტი ლონდონი, MA მენეჯმენტი (ადამიანური რესურსების მართვა), 2014
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმოცდნეობა და სოცილური მეცნიერებები, 2007

 

სამუშაო გამოცდილება

  • ედუკო - მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა, დამფუძნებელი, 2020 - დღემდე
  • ბრიტანეთის საბჭო (British Council) - დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი, 2018 – 2019
  • მოდის სახლი შპსდალოოდი“, გენერალური დირექტორი, 2016 – 2018
  • ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისი“, ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი, 2016 – 2016
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სპეციალისტი, 2010 – 2011
  • თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი, 2010 – 2011
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი, 2007 - 2008

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 28.05.2021-დან
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 10.06.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 31.05.2021-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.07.2021-დან

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

_______________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/186/10.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში. 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

_______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებებსა და ინტიმური პარტნიორის ცნების შემოღებას.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.02.2022. N07-3/172/10.

_______________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 13.09.2021, N07-3/107/10

_______________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

 

ხათუნა კვიციანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1986-04-12

დეპუტატი
პარტიის ლოგო