ბიოგრაფია

განათლება

 

 

 

სამუშაო გამოცდილება

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი, 2016 - 2016
  • FiFPro. დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი, 2009 - დღემდე
  •  „გაზელი“. ფეხბურთელი, 2005 - 2006
  •  „არაუ“. ფეხბურთელი, 2004 - 2005
  •  „ალანია-ვლადიკავკაზი“. ფეხბურთელი, 2004 - დღემდე
  •  „სიონი“. ფეხბურთელი, 2003 - 2004
  •  „ლუცერნი“. ფეხბურთელი, 2002 - 2003
  •  „ციურიხი“. ფეხბურთელი, 1999 - 2002
  •  „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი, 1997 - 1999
  •  „მანჩესტერ-სიტი“. ფეხბურთელი, 1995 - 1997
  •  „ალანია-ვლადიკავკაზი“. ფეხბურთელი, 1994 - 1995
  • „დინამო თბილისი“. ფეხბურთელი, 1988 - 1995

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020 - 18.07.2022
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 18.11.2016 - 11.12.2020 
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 05.09.2022-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020 - 18.07.2022
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 23.12.2020 - 08.02.2021
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თავმჯდომარე 18.11.2016 - 11.12.2020


დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.07.2020 - 11.12.2020

 

22.06.2022 - მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა ინიციატივით საქართველომ გააფორმოს მემორანდუმი ესპანეთთან, კერძოდ ბასკეთის მთავრობასთან სპორტის პოპულარიზაციისთვის.

26.04.2022 - მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ შეაფასა, როგორც ომისა და ღალატის პარტია და მოუწოდა ოპოზიციას, ხელი არ შეუშალონ ხელისუფლებას საქმის კეთებაში

12.04.2022 - მიხეილ ყაველაშვილმა უარყოფითად შეაფასა ოპოზიციის განცხადებები. დადებითად შეაფასა უმრავლესობა

13.05.2021 - მიხეილ ყაველაშვილმა პრობლემად მიიჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის დღევანდელი ფორმით არსებობა. მისაბაძ მოდელად შვეიცარიის მაგალითი დაასახელა.

29.03.2022 - მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა მოსახლეობას, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ ხელისუფლება მიიღებს ეფექტურ ზომებს. გარდა ამისა, დეპუტატმა შეაფასა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ომისა და ბოროტების პარტია

01.03.2022 - მიხეილ ყაველაშვილმა უკარინის მიმართ გამოხატა სოლიდარობა. დეპუტატმა პოლიტიკური გამოსვლა შეურაცხმყოფელი/უწმაწური სიტყვებით დაასრულა

15.02.2022 - მიხეილ ყაველაშვილმა გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა

14.12.2021 - მიხეილ ყაველაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სპორტი უნდა განვითარდეს

მიხეილ ყაველაშვილი - მინისტრის საათი

13.05.2021 - მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა ის დიდი გამარჯვება, რომელიც თბილისის დინამომ 1981 წლის 13 მაისს მოიპოვა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა სპორტსმენებს უნდა მიბაძონ, ორიენტირებულნი იყვნენ შედეგზე

05.10.2021 - მიხეილ ყაველაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია და მოუწოდა მათ ერთად დაამარცხონ ნაციონალური მოძრაობა

დეპუტატმა ისაუბრა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ის შეაფასა ძალადობრივ რეჟიმად

დეპუტატმა ისაუბრა სააკაშვილის წინაღმდეგ არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე

13.05.2021 - მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს მიეწოდოთ ინფორმაცია და განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგია მოიცავდეს ამ საკითხებს

დეპუტატი არის კანონპროექტის თანინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

___________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

______________________

მიხეილ ყაველაშვილმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

______________________

მიხეილ ყაველაშვილმა  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________

მიხეილ ყაველაშვილმა  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_______________________

მიხეილ ყაველაშვილმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ღონისძიებები განახორციელა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროპის საბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის მიერ საქართველოს მიმართ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფორმაციით თუ რა ღონისძიებები განახორციელა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სახელმწიფო რა ნაბიჯებს დგამს დოპინგის აღმოფხვრის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სახელმწიფო რა ნაბიჯებს დგამს სპორტის სფეროში კორუფციის, უკანონო ფსონების, გარიგებული თამაშებისა და მანიპულაციის აღმოფხვრის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ვებგვერდ sport.gov.ge-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კონკრეტულად როგორ ფუნქციონირებს იგი, რა ინფორმაცია ქვეყნდება და სხვა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა შპს კარკასის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2021 წლის IV კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III კვარტალი

ფაილის ნახვა

მიხეილ ყაველაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

დამოუკიდებელი დეპუტატები

დაბადების თარიღი

1971-07-22

დეპუტატი
პარტიის ლოგო