ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სამედიცინო აკადემია. პედიატრია, 1996

 

სამუშაო გამოცდილება

  • ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ექიმი ორდინატორი, 2001 - 2012
  • სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი, 1996 - 2001
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1987 - 1989
  • მცხეთის რაიონული საავადმყოფო. ქირურგიული მიმღების სანიტარი, 1985 - 1987

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, ფრაქციის წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, ფრაქციის წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, ფრაქციის წევრი 21.10.2012 – 18.11.2016
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი,  თავმჯდომარე 11.12.2019 – 11.12.2020
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 30.05.2019 – 11.12.2020
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 21.11.2016 – 11.12.2019
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 21.11.2016
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 21.10.2012 – 18.11.2016

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს წევრი 22.01.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს წევრი 31.07.2020 – 11.12.2020
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021 – 09.06.2021
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 21.11.2012 – 18.11.2016

 

 

15.03.2022 - დიმიტრი ხუნდაძემ გააკრიტიკა ალტ-ინფოს მიერ რუსული პროპაგანდის გატარება. უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა. მოუწოდა დეპუტატებს ჩაერთონ უკრაინის დასახმარებელ ჰუმანიტარულ აქციაში

01.03.2022 - დიმიტრი ხუნდაძემ გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და დააანონსა სისხლის დონაციის აქცია უკრაინისთვის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, დეპუტატმა მიმართა კოლეგებს თანხა შეაგროვონ პირადი დანაზოგიდან უკრაინელთა დასახმარებლად

30.11.2021 - დიმიტრი ხუნდაძემ გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი. დადებითად შეაფასა პრემიერის ინიციატივები აზარტულ თამაშებთან, წამლის ფასებთან და შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციაზე და შეაფასა ისინი რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფად. გამოეხმაურა სააკაშვილის პატიმრობის საკითხს და მიუთითა, რომ ექს-პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს სახელმწიფო

08.06.2021 - დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ვითარებას სახელმწიფო აკონტროლებს. ყურადღება გაამახვილა სიღარიბეზე სახელმწიფოს გაუმჯობესებულ რეაგირებაზე, რამაც შეამცირა სიღარიბის მაჩვენებელი

13.05.2021 - დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა ექთნების როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. მოუწოდა საზოგადოებას დაიცვან ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები. ისაუბრა კოვიდვითარებაზე ქვეყანაში

დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა პოლიტიკური შეთანხების გზით კრიზის განმუხტვა, რაც მისასალმებელია

დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასა და მცხეთის მ

დიმიტრი ხუნდაძე - მინისტრის საათი

დიმიტრი ხუნდაძე - მინისტრის საათი

დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები წარმოადგინა

დიმიტრი ხუნდაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დიმიტრი ხუნდაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკური განცხადება

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 26.11.2021. N07-3/127/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თამბაქოს კონტროლის სფეროში შემავალი რიგი სამართლებრივი ურთიერთობების ახლებურ მოწესრიგებას.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტი 24.11.2021. N07-3/125/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2022 წლის პირველ იანვრამდე. კანონპროექტით მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება. 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/72/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს  ზუსტად განისაზღვროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგიერთი სახეობისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები.

 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 18.01.2021. N 7-3/14/10

_________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2021 წლის ივნისამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 16.12.2020, N07-3/2/10

 _________________________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  მოთხოვნილია დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კოვიდ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.01.2021. N 07-3/13/10

 ___________________________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  10.02.2021. N7-3/31/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________________________

დიმიტრი ხუნდაძემ მხარი არ დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

____________________________________

დიმიტრი ხუნდაძემ  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

____________________________________

დიმიტრი ხუნდაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________________________

დიმიტრი ხუნდაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

დიმიტრი ხუნდაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1968-11-30

დეპუტატი
პარტიის ლოგო