ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა-ინსტიტუტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, 1997
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, 1994

 

სამუშაო გამოცდილება
  • შპს „ჯეონათსი“. დამფუძნებელი, 2012 - დღემდე
  • შპს „აისბერგი-2“. დამფუძნებელი, 2010 - დღემდე
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, 2005 - 2005
  • საქართველოს ფინანსთა სმინისტრო. ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი, 2005 - 2005
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, 2004 - 2005
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, 2004 - 2004
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი, 2003 - 2004
  • საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე, 2003 - 2003
  • საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი, 2002 - 2003
  • საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილება, 2000 - 2002
  • ს/ს „ფოთინავთობპროდუქტი“. დირექტორი კომერციულ დარგში, 1997 - 1999
  • ს/ს „ფოთინავთობპროდუქტი“. ლაბორანტი, 1996 - 1997
  • შპს „ბესსი“. მარკეტინგული განყოფილების გამგე, 1994 - 1995
  • ადგილობრივი მრეწველობის სამინისტრო. სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე, მე-3 კლასის ზეინკალი, 1988 - 1989

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, თავმჯდომარის მოადგილე 06.02.2018 – 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, თავმჯდომარის მოადგილე 27.12.2017 – 06.02.2018
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“,  წევრი 18.11.2016 – 26.12.2017
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 25.01.2018 – 11.12.2020
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 25.01.2018 – 24.01.2019
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 25.01.2018
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 25.01.2018

დელეგაციები/საბჭოები

  • საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021-დან
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 02.04.2019 – 11.12.2020

 

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობის სავალდებულოდ არსებობას განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 08.12.2021. N07-3/134/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________

ირაკლი ხახუბიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_____________________

ირაკლი ხახუბიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________

ირაკლი ხახუბიამ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_____________________

ირაკლი ხახუბიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ირაკლი ხახუბია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1971-05-15

დეპუტატი
პარტიის ლოგო