ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, 1986

 

სამუშაო გამოცდილება
  • იმერეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი, 2015 - 2018
  • თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი, 2014 - 2015
  • საბაჟო „წითელი ხიდი“. უფროსი, 1999 - 2000
  • საბაჟო „წითელი ხიდი“. უფროსის მოადგილე, 1999 - 1999
  • საბაჟო „წითელი ხიდი“. საინსპექციო განყოფილების ცვლის უფროსი, 1999 - 1999
  • საბაჟო „წითელი ხიდი“. საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის და ინსპექტირების სამმართველოს  ცვლის უფროსი, 1998 - 1999
  • საბაჟო საგუშაგო „წითელი ხიდი“. ცვლის უფროსი, 1998 - 1998
  • საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს საგუშაგო „სადახლოს“ უფროსის მოადგილე, 1996 - 1996
  • შპს „ლიბო XXI“. მენეჯერი, 1994 - 1996
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო ეკონომურ ურთიერთობათა ასოციაცია „იყალთო XXI“. საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, 1990 - 1994
  • საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მსახიობ-მომღერალი, 1987 - 1990
  • საქსახკოსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის საკონსტრუქტორო განყოფილება. უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი, მე-3 კატეგორიის კონსტრუქტორი, 1980 - 1987
  • საქსახკომსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მეცხოველეობის ფერმების ელექტრომექანიზაციის განყოფილება. ტექნიკოსი, 1977 - 1977

 

  • დიღმის საცდელი მეურნეობა. მუშა, 1976 - 1977

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 17.05.2018 - 11.12.2020
  • კულტურის კომიტეტის წევრი 18.03.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 25.12.2018 - 11.12.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 22.12.2018 - 25.12.2018
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 17.05.2018 - 11.12.2020


დელეგაციები/საბჭოები

 

გივი ჭიჭინაძე - მინისტრის საათი

გივი ჭიჭინაძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშის თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________________

გივი ჭიჭინაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

____________________________

გივი ჭიჭინაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________________

გივი ჭიჭინაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_____________________________

გივი ჭიჭინაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

გივი ჭიჭინაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1959-07-02

დეპუტატი
პარტიის ლოგო