ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს უნივერსიტეტი,  საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, 2010
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, 2006

 

სამუშაო გამოცდილება

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე, 2017 - 2020
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უფროსი, 2012 - 2017
  • საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი, 2011 - 2012
  • საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი, 2011 - 2011

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან 
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020-დან
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 27.05.2021 – 29.12.2021
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 24.05.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.07.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 30.12.2021

 

 

14.12.2021 - ხატია წილოსანმა ისაუბრა ღვინის სექტორში გაწეულ სამუშაოებზე

08.06.2021 - ხატია წილოსანმა აღნიშნა, რომ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემები მოგვარების პროცესშია. ისაუბრა ნამახვანი ჰესის პრობლემაზე და ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე.

ხატია წილოსანი - მინისტრის საათი

ხატია წილოსანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ხატია წილოსანი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_______________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობის სავალდებულოდ არსებობას განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 08.12.2021. N07-3/134/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს მთავრობას ერთი თვით გადაუვადდეს „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების მიღების ვალდებულება.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.02.2022. N07-3/170/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს რეგისტრირებულ კოოპერატივებს, ადრე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან საკუთარი წესდებებისა და პაის ოდენობის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2021 წლის 1 იანვრამდე მიცემული ვადა გაუხანგრძლივდეთ 2022 წლის 1 იანვრამდე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ 30.12.2020. N07-3/12/10 

 _________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ჰქონდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  27.01.2021. N07-3/16/10

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი ბაზის შექმნას. კანონპროექტით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 07.04.2021,N07-3/43/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________

ხატია წილოსანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_______________________

ხატია წილოსანმა  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________

ხატია წილოსანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_______________________

ხატია წილოსანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში ყოველწლიურად წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენების რაოდენობით და მისი გადამუშავების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ქალაქ თბილისში არსებულ ვეტერინარულ კლინიკებში წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენების რაოდენობითა და მათი გადამუშავების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ხატია წილოსანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1984-10-10

დეპუტატი
პარტიის ლოგო