ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 2002

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, 2019 - 2020
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, 2018 - 2018
  • "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", გენერალური მდივანი, 2004 - 2008
  • პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრი, გენერალური მდივანი, 2010 - 2016
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა. მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, 2007 - 2009
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, 2005 - 2007
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, 2004 - 2005
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უფროსი იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, 2001 - 2004

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, თავმჯდომარის მოადგილე 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, თავმჯდომარე 07.11.2014 – 18.11.2016
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“, თავმჯდომარე 21.10.2012 – 07.11.2014
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 11.12.2014 – 18.11.2016
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 11.12.2014 – 12.02.2015
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 20.02.2013 – 15.04.2013
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 20.11.2012 – 07.11.2014
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 22.10.2012 – 07.11.2014

დელეგაციები/საბჭოები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 09.06.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა საპარლამენტო დელეგაციის წევრი 21.11.2012 – 18.11.2016
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა საპარლამენტო დელეგაციის წევრი 21.11.2012 – 18.11.2016

 

 

01.03.2022 - ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. დეპუტატმა ისაუბრა შიდაპოლიტიკურ კონტექსტზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, როგორც მიუღებელ პოლიტიკურ ძალაზე

15.02.2022 - ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში ოპოზიციის კონსოლიდაცია შეაფასა როგორც სამარცხვინო ფაქტი. მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ანტივაქსერული

02.11.2021 - ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს სამუშაო ადგილების შექმნაზე და სოციალურ პოლიტიკაზე

19.10.2021 - დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეაფასა როგორც მოძალადე რეჟიმი და მოუწოდა ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო კანდიდატებს.

07.09.2021 - დეპუტატმა მიუთითა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ საქმის კეთების არანაირი სურვილი

08.06.2021 - ირაკლი ჩიქოვანმა დადებითად შეაფასა აშშ-ის სენატორების ვიზიტი საქართველოში. გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები

ირაკლი ჩიქოვანმა მიიჩნია, რომ ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში მისასალმებელია და ისურვა მათთან თანამშრომლობა

ირაკლი ჩიქოვანი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშის თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

___________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 01.11.2021. N07-3/116/10.

___________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

___________________________________________________

 

დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა  შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10

______________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________

ირაკლი ჩიქოვანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

____________________

ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________

ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_______________________

ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ირაკლი ჩიქოვანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1980-08-28

დეპუტატი
პარტიის ლოგო