ბიოგრაფია

განათლება

  • ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე, 1993

 

სამუშაო გამოცდილება

  • კონოთეატრი "აპოლო". დირექტორი, 2010 - 2014
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი, 2004 - 2008
  • „საქრკინიგზაექსპედიცია“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1999 - 2004
  • „საქრკინიგზაექსპედიცია“. გენერალური დირექტორის მოადგილე, 1998 - 1999
  • საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, 1997 - 1998
  • საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი, 1996 - 1997
  • საერთაშორისო ბიზნესასოციაცია „საბა-21“. კომერციული დირექტორი, 1993 - 1996
  • თბილისის კონიაკის ქარხანა. ვაგონის გამცილებელი, 1987 - 1988
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1985 - 1987
  • ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმ-ს მუშა, 1985 - 1985
  • თბილისის კონიაკის ქარხანა. მუშა, 1985 - 1985

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები“, წევრი 24.04.2004 – 07.06.2008
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 19.07.2004 – 07.06.2008
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 26.04.2004 – 07.06.2008

 

დელეგაციები/საბჭოები

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადებას 2022 წლის 30 ივნისამდე.

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/62/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/63/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________

ვასილ ჩიგოგიძემ   მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

___________________

ვასილ ჩიგოგიძემ  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________

ვასილ ჩიგოგიძემ  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

___________________

ვასილ ჩიგოგიძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ვასილ ჩიგოგიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1967-11-17

დეპუტატი
პარტიის ლოგო