ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს საბაჟო აკადემია, სამართალმცოდნეობა, 2004
  • საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, სახმელეთო ჯარების სამეთაურო ტაქტიკური სპეციალობა, 1994

 

სამუშაო გამოცდილება
  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, 2018 - 2020
  • გენერალური შტაბის უფროსი, 2016 - 2018
  • გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2016 - 2016
  • სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, 2015 - 2016
  • ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA). უფროსი სამხედრო მრჩეველი, 2015 - 2016
  • გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, 2012 - 2015
  • საქართველოს საელჩო აშშ-შ, კანადასა და მექსიკაში. უფროსი მრჩეველი, 2010 - 2012
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგანგებო დავალებათა ელჩი, 2009 - 2009
  • გაერთიანებული შტაბის უფროსი, 2008 - 2009
  • თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008 - 2009
  • გაერთიანებული შტაბი. განათლების დეპარტამენტის უფროსი, 2008 - 2008
  • გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი, 2007 - 2007
  • სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალების შემსრულებელი, 2006 - 2006
  • გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, 2006 - 2006
  • მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, 2005 - 2005
  • გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი, 2005 - 2006
  • ქართული კონტიგენტის მეთაური ერაყში, 2004 - 2004
  • I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, 2003 - 2005
  • სპეცილაური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი, 2002 - 2003
  • სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი, 2001 - 2002
  • სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე, საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი, 1999 - 2001
  • S-3 ოფიცერი, ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი, 1998 - 1999
  • დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი, 1996 - 1998
  • AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი, 1995 - 1996
  • 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური, 1994 - 1995
  • საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, მსმენელი, 1993 - 1994
  • საქართველოს ეროვნული გვარდია, სერჟანტი, ოცეულის მეთაური, 1991 - 1993
  • რიგითი, საჰაერო ძალები, 1989 - 1991

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 31.05.2021-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 17.12.2020-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

 

 

29.03.2022 - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ისაუბრა ჯარის მომზადების მაღალ ხარისხზე, ნატოსთან თანამშროლობასა და ერთობლივ სწავლებებზე. დეპუტატმა ქართული თავდაცვა შეაფასა მაღალკვალიფიციურად

01.03.2022 - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტზე საქართველოში; თავდაცვის ძალების მიღწევებსა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობებების პრიორიტეტულობაზე.

ვლადიმერ ჩაჩბაია - მინისტრის საათი

ვალდიმერ ჩაჩიბაია დაჭრილი გმირების შესახებ

ვლადიმერ ჩაჩიბაია - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ვლადიმერ ჩაჩბაია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხში ცვლილებებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.02.2022. N07-3/166/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დადგინდეს დიფერენცირებული მიდგომა სასჯელების თვალსაზრისით. ასევე, ცვლილებით დადგინდება პირის ვალდებულება, დაუყონებლივ წაშალოს გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა. სასაზღვრო ინფრასტრუქტურისდაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.11.2021. N07-3/120/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონში არსებული ცალკეული უზუსტობების და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.11.2021. N07-3/119/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება. 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2021, N07-3/73/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________________

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_______________________

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_____________________

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რამდენად წარმატებულად ხდება არაქართულენოვანი სამხედრო მოსამსახურეების ადაპტირება სამხედრო სამსახურში. აგრეთვე, უზრუნველყოფილია თუ არა, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სსუს-ის უფროსს წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სსუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს წარმოადგინოს ანგარიში თუ რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და რა კეთდება მისი პრევენციისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებაში მაღალმთიან რეგიონებში მოსამსახურე სამხედრო პირებისთვის საკომპენსაციო და საშეღავათო პროგრამის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სსუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ანგარიშის წარმოდგენა, თუ რამდენად დგას ქვეყანა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების შეზღუდვის საჭიროება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია სამინისტროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით დამკვიდრებული მიდგომების თაობაზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებაში მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული სამხედრო პირებისთვის საკომპენსაციო და საშეღავათო პროგრამის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა ღონისძიება ტარდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს ინფორმაცია თუ რა სახის ღონისძიება ტარდება კონფლიქტების მიმდინარეობისას სამხედროების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ინფორმირებისა და განათლების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს მისი ხედვა სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის მოხალისეებით დაკომპლექტებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს მისი ხედვა თავდაცვის ძალების მოხალისეებით შევსების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებული ვითარების ანალიზის წარმოდგენა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განახლების პროცესი

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2013-2020 წლებში ჯარისკაცების სოციალური დაცვის გაუმჯობესების კუთხით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია 2019-2020 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და 2021 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1971-11-04

დეპუტატი
პარტიის ლოგო