ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საფინანსო-საბანკო, სადაზღვევო ბიზნესი და სამართალი, 2004
  • ივანე ჯავახილიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს-იურისტი, 2002

  

სამუშაო გამოცდილება
  • იურიდიული კომპანია შპს „ასლანიშვილი და ღუდუშაური“. დირექტორი და დამფუძნებელი, 2017 - 2020
  • შპს "ჯეო კონსალტინგი". დირექტორი, 2014 - 2020
  • შპს "კიკი". იურისტი, 2014 - 2020
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ლექტორი, 2011 - 2011
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ადვოკატი, 2006 - 2020
  • ყაზბეგის შს რაიოგანყოფილების უფროსის მოადგილე ადმინისტრაციული პოლიციის ხაზით, 2004 - 2004
  • შსს საქმეთა მმართველობას დაქვემდებარებული საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი-ფელდეგერი, 2003 - 2004
  • შსს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველო. მომსახურების განყოფილების ინსპექტორი, 2001 - 2003

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი 17.12.2020-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020-დან
  • 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, წევრი 01.03.2021 – 26.07.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

 

19.10.2021 - დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეაფასა ძალადობრივ რეჟიმად

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა კონსტიტუციური კანონის პროექტზე და გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანა მიუღებლად მიიჩნია

ალუდა ღუდუშაური ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

ალუდა ღუდუშაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირბადის ტარების წესის შესახებ

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

ალუდა ღუდუშაური ამნისტიის შესახებ

ალუდა ღუდუშაური 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

ალუდა ღუდუშაური - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილებიდან „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. 

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/65/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  25.05.2021. N07-3/66/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/64/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოქმნილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/67/10. 

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესში ცვლილებებსა და დაცვის გარანტიების გაძლიერებას. 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/190/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ფარგლების გაფართოებას, პოლიციელის, სუს-ისა და სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაყვანის წესში ცვლილებასა და სანქციების გაზრდას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 06.04.2022. N07-3/189/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში. 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგინდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატურად.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.08.2021, N07-3/101/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 13.09.2021, N07-3/107/10

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.

_______________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური გვარის მინიჭების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე.

„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ 02.11.2021. N07-3/114/10.

_____________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი,  რომლითაც დგინდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხის ახლებური წესი, რაც გამომდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/94/10.

_____________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/95/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს,  2021 წლის პირველი აგვისტოდან  იმ პოლიტიკურ პარტიებს აღუდგეთ დაფინანსება, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 30.06.2021, N07-3/93/10

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდებოდეს დაწესებულების ხარჯით. ასევე, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლოს მათ ცხელ ხაზზე დაკავშირება.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 16.06.2021. N07-3/79/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს, ნივთის დაბალ ფასად გაყიდვის რისკის შემცირებას. კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საზიარო უფლების გაუქმების 2 დამატებითი საშუალება, რაც შეამცირებს საზიარო საგნის იძულებითი გაყიდვების რაოდენობას.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/75/10.

_________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინოს სასამართლოს.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/44/10.

_______________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ პირს უფლება ჰქონდეს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში. კანონპროექტით ასევე იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა. ამასთან, ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 19.05.2021. N07-3/56/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური ან კონფიდენციალური შეტყობინების საფუძველზე მოხდა და ამოღებულ იქნა უკანონო ნივთი, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია. კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/55/10.

___________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

___________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

_____________________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

 ___________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე  მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  09.02.2021. N07-3/29/10

__________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს  ზუსტად განისაზღვროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგიერთი სახეობისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები.

 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 18.01.2021. N 7-3/14/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

ალუდა ღუდუშაურმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

__________________________

ალუდა ღუდუშაურმა  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

ალუდა ღუდუშაურმა  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

___________________________

ალუდა ღუდუშაურმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ალუდა ღუდუშაური

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1979-10-26

დეპუტატი
პარტიის ლოგო