ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო მანქანები და კომპლექსები, 1991

 

სამუშაო გამოცდილება

  • სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, 2016 - 2020
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი. გენერალური მენეჯერი, 2005 - 2010
  • საქართველოს საბაჟო. კომიტეტის თავმჯდომარე, 1992 - 1993
  • სახელმწიფო საბჭოს წევრი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, 1991 - 1992

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 05.07.2021-დან
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 09.06.2021-დან
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 - 09.06.2021
  • ეთიკის საბჭოს წევრი 02.03.2021-დან

 

 

29.03.2022 - ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის პოზიციებზე, რომლებიც შეაფასა რადიკალურად და მიუღებლად. მოუწოდა მათ ერთიანობისკენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ოპოზიცია დაგმობს თავის განცხადებებს

15.03.2022 - ირაკლი ქადაგიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია. მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთისგან მომავალი რეალური საფრთხის წინაშე დგას

01.03.2022 - ირაკლი ქადაგიშვილმა უარყოფითად შეაფასა „გირჩის“ მიერ ორგანიზებული მექანიზმი, რომლითაც ახლაგაზრდებს უჩნდებათ შესაძლებლობა ჯარში წასვლას თავი აარიდონ

15.02.2022. ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩია, რომ პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არსებული საფუძვლებით სწორია

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე, შეაფასა ის, როგორც ხალხის მოტყუება და მოუწოდა ოპოზიციას სიმშვიდისკენ

16.11.2021 - ირაკლი ქადაგიშვილმა დადებითად შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გააკრიტიკა ოპოზიცია

19.10.2021 - დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობრივ რეჟიმად შეაფასა

05.10.2021 - ირაკლი ქადაგიშვილმა დადებითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. პარალელი გაავლო 2012 წელს არსებულ მდგომარეობასთან

13.05.2021 - ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო გაწვევა სავალდებულო უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა მამაკაცისთვის, რომელსაც ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას, განურჩევლად მისი სოციალური თუ სხვა სტატუსისა

13.05.2021 - ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართა მის ყოფილ თანაგუნდელებს და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნების კრიტიკაზე უკეთესი საკუთარი დღის წესრიგის შექმნაა. მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

ირაკლი ქადაგიშილმა მიუთითა, რომ პარლამენტი ეხლა უკვე გაცილებით მრავალფეროვანი და სრულყოფილია

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

ირაკლი ქადაგიშვილი - მინისტრის საათი

ირაკლი ქადაგიშვილი რეგლამენტში ცვლილებებზე

ირაკლი ქადაგიშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ირაკლი ქადაგიშვილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ირაკლი ქადაგიშვილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ირაკლი ქადაგიშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური განცხადება

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გადავადდეს კანონით განსაზღვრული ვადა, რათა მათ მოახერხონ შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შეთანხმება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და დამტკიცება კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 17.11.2021. N07-3/122/10.

_________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას.

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 17.11.2021. N07-3/121/10.

_________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 01.11.2021. N07-3/116/10.

_________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იქნეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაბამისობა რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.06.2021. N07-3/88/10.

_________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება უფრო თავისუფლად და მოქნილად განახორციელონ. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს. აღნიშნული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/57/10.

______________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენასაპარლამენტო ოპოზიციის კვოტით შეძლონ პარლამენტის უფრაქციო წევრებმაც.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 20.01.2021, N07-3/15/10.

_________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

 ________________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს პირი, რომელსაც არ აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.12.2020. N07-3/4/10.

 __________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არ მიეცეს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო იმ პარტიას, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს. ასევე, არ მიეცეს ხელფასი იმ პარლამენტარს, რომელიც გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 16.12.2020. 07-3/5/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________________

ირაკლი ქადაგიშვილმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

___________________________

ირაკლი ქადაგიშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

ირაკლი ქადაგიშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

____________________________

ირაკლი ქადაგიშვილმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

ირაკლი ქადაგიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1962-12-23

დეპუტატი
პარტიის ლოგო