ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2000
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი

 

სამუშაო გამოცდილება

  • ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, 2018 - დღემდე
  • საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2017 - 2020
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, 2017 - 2020
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, 2014 - 2017
  • შშს-ს აკადემიის პრორექტორი, 2014 - 2014
  • შშს-ს ადმინისტრაციის უფროსი, 2012 - 2014
  • ამერიკის იურისტთა ასოციაცია. დელეგატი, 2011 - 2012
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი. სამართლის სკოლის დეკანი, 2010 - 2011
  • Masry&Vititoe (მესრი და ვიტიტო) Law Offices იურიდიული ოფისები, 2006 - 2012
  • GTZ იუსტიციისა და სამართლის რეფორმა ამიერკავკასიაში. იურისტი, 2005 - 2005
  • USAID ფისკალური რეფორმების პროექტი. სამართლებრივი პროგრამის მეჯნეჯერი, იურისტი, 2004 - 2004
  • „ბეგიაშვილი და კომპანია“. სტაჟირება, იურისტი, 2002 - 2002

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 30.12.2021-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 05.04.2021 – 30.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 18.03.2021 – 05.04.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 23.12.2020 – 29.12.2021
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 17.12.2020 – 18.03.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.07.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 22.01.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე და მოუწოდა ოპოზიციას სიმშვიდისკენ

08.06.2021 - თამარ ტალიაშვილმა დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთა ვიზიტი საქართველოში

თამარ ტალიაშვილი - ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

თამარ ტალიაშვილი - მინისტრის საათი

თამარ ტალიაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

თამარ ტალიაშვილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

თამარ ტალიაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

24.12.2020 - თამარ ტალიაშვილი - პლენარული სხდომა

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის განვითარების ფონზე.

„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 26.01.2022. N07-3/161/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

_________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/186/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხში ცვლილებებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.02.2022. N07-3/166/10.

_________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.

_________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტებისთვის გადავადდეს ადრეული/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა. კანონპროექტის მიღების შედეგად დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, 2030 წლის 1 იანვრამდე, დადგინდება გარდამავალი პერიოდი. დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 17.11.2021. N07-3/123/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ ნივთზე იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/69/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

________________________

თამარ ტალიაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

________________________

თამარ ტალიაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

________________________

თამარ ტალიაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

________________________

თამარ ტალიაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა. 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

თამარ ტალიაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1978-12-13

დეპუტატი
პარტიის ლოგო