ბიოგრაფია

განათლება
  • გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, 2009
  • კავკასიის ბიზნესის სკოლა, მარკეტინგი, 2006
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკური ინფორმატიკა, 2004

 

სამუშაო გამოცდილება

  • შპს „ედრესი“. მმართველი დირექტორი, 2007 - 2016
  • სს „საქართველოს ბანკი“. შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, 2004 - 2006
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, 2004 - 2004
  • საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე, 2004 - 2004
  • ტელეკომპანია „მზე“. გაყიდვების მენეჯერი, 2003 - 2003

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარე 26.11.2019 – 11.12.2020
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 26.11.2019 – 26.11.2019
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 07.02.2017 – 26.11.2019
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 27.12.2016 – 07.02.2017
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF), ძირითადი შემადგენლობა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი 
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 – 17.01.2020


  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 20.12.2019 – 11.12.2020

 

  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, 20.12.2019 – 11.12.2020
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020

29.03.2022 - დავით სონღულაშვილმა ისაუბრა საწვავის საფასურის ზრდასა და მის მიზეზებზე

08.06.2021 - დავით სონღულაშვილმა დადებითად შეაფასა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევა

დავით სონღულაშვილი - მინისტრის საათი

დავით სონღულაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით.

„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 30.03.2022. N07-3/185/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც რადიომაუწყებლებს ერთჯერადად მისცემს შესაძლებლობას გაუგრძელდეთ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.06.2021. N07-3/82/10.

______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და რეკლამირების შეზღუდვას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.11.2021. N07-3/124/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადებას 2022 წლის 30 ივნისამდე.

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/62/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/63/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

____________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

_____________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე  მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  09.02.2021. N07-3/29/10

______________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია, პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის გადასახადების გადახდის გადავადება, დავის განმხილველი ორგანოებისთვის საჩივრების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვება და საბაჟო პროცედურების გამარტივება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  27.12.2020. N07-3/7/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

______________________

დავით სონღულაშვილმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_____________________

დავით სონღულაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________

დავით სონღულაშვილმა  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_______________________

დავით სონღულაშვილმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა. 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

დავით სონღულაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1983-01-01

დეპუტატი
პარტიის ლოგო