ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახ. სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრია, 1987

 

სამუშაო გამოცდილება
  • პრემიერ - მინისტრის მრჩეველი, 2019 - 2020
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. მინისტრი, 2012 - 2019
  • საჩხერის სამედიცინო ცენტრი. დირექტორი, 2007 - 2012
  • ააიპ "დოსტაქარი". აღმასრულებელი დირექტორი, 2006 - 2012
  • "მედიქლაბჯორჯია". სამედიცინო მენეჯერი, 2002 - 2006
  • ჯოენის სამედიცინო ცენტრი. ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი, 1997 - 2006
  • საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. ექიმი, 1995 - 1997
  • საქართველოს შეიარაღებული ძალები. ექიმი, 1992 - 1993
  • რუსთავის სამშობიარო სახლი. ექიმი, 1991 - 1992
  • რუსთავის სასწრაფო დახმარების სადგური. ექიმი, 1991 - 1991
  • რუსთავის ბავშვთა II პოლიკნინიკა. ექიმი, 1989 - 1991
  • გუდაუთის რაიპოლიკნინიკა. ექიმი-პედეატრი, 1988 - 1989
  • სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო. ინტერნი, 1987 - 1988

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 08.02.2021-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 27.05.2021-დან
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 02.03.2021 – 27.05.2021

 

 

01.03.2022 - დავით სერგეენკომ გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა პანდემიის სიმწვავეზე და გამოთქვა იმედი საზოგადოება ვირუსზე მალე გაიმარჯვებს

16.11.2021 - დეპუტატმა ხაზი გაუსვა ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მნიშვნელობას. მისი თქმით, ოპოზიციონერები ხელს უშლიან მედიკოსების საქმიანობას, რაც უკავშირდება პატიმარ საკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას

სერგეენკო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ

დავით სერგეენკო - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 13.09.2021, N07-3/107/10

_________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 26.11.2021. N07-3/127/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2022 წლის პირველ იანვრამდე. კანონპროექტით მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/72/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს  ზუსტად განისაზღვროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგიერთი სახეობისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები.

 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 18.01.2021. N 7-3/14/10

 ________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2021 წლის ივნისამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 16.12.2020, N07-3/2/10

 _______________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  მოთხოვნილია დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კოვიდ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.01.2021. N 07-3/13/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

______________________

დავით სერგეენკომ  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

______________________

დავით სერგეენკომ  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

დავით სერგეენკომ    მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_______________________

დავით სერგეენკომ  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა. 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

დავით სერგეენკო

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1963-09-25

დეპუტატი
პარტიის ლოგო