ბიოგრაფია

განათლება
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, 2016
  • ჰანოვერის უნივერსიტეტი, ევროპისმცოდნეობა, 2003
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობები, 1999

 

სამუშაო გამოცდილება

  • ეროვნული თავდაცვის აკადემია. პროფესორი, 2017 - დღემდე
  • საქართველოს პარლამენტი. თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, 2016 - 2020
  • გაეროს განვითარების პროგრამა. საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი, 2010 - 2016
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი, 2009 - დღემდე
  • სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი. ექსპერტი, 2005 - 2010
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. ანალიტიკოსი, 2004 - 2005

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან 
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან


დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.05.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე 05.01.2021-დან
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან

 

 

01.03.2022 - ნიკოლოზ სამხარაძემ დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ამასთან, დეპუტატმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ

14.12.2021 - ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. მიაჩნია, რომ სასამართლო რეფორმებისთვის საჭიროა გატარებული ცვლილებების ფართო მასშტაბიანი ანალიზი

15.02.2022 - ნიკოლოზ სამხარაძემ დადებითად შეაფასა დიდ ბრიტანეთში პარლამენტის წევრების ვიზიტი

08.06.2021 - ნიკოლოზ სამხარაძემ დადებითად შეაფასა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანსპორტო ურთიერთობების გამყარებაზე.

13.05.2021 - ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებას. ამასთან, ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე გერმანიაში. შესთავაზა ოპოზიციას შეუერთდნენ საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის რეზოლუციას

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ს არესებით როლს საქართველოსთან მიმართებაში

ნიკოლოზ სამხარაძე - მინისტრის საათი

ნიკა სამხარაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ნიკოლოზ სამხარაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ნიკოლოზ სამხარაძე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_______________________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლის მიზანია მეათე მოწვევის პარლამენტმა კვლავ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს.

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუციის პროექტი 21.07.2021. N07-3/99/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, ან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც არის საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 21.07.2021. N07-3/98/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

 _____________________________________________________

დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა  შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

ნიკოლოზ სამხარაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_______________________

ნიკოლოზ სამხარაძემ  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_________________________

ნიკოლოზ სამხარაძემ  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობასა და დაგეგმილ აქტივობებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პროექტის ფარგლებში სამინისტროს 2021 წელს განხორცილებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია თუ რა ნაბიჯები გადაიდგა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2016-2021 წლებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ბიუჯეტისთვის რა ოდენობის თანხა გამოიყო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2016-2021 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის ბიუჯეტისთვის რა ოდენობის თანხა გამოიყო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრი 2021-2024 წლებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების კუთხით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების ვინაობით და მათთვის სანქციების დაწესების მიზნით გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა 2020-2021 წლებში უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ინიციატივის ფარგლებში 2021 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ნიკოლოზ სამხარაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1979-03-06

დეპუტატი
პარტიის ლოგო