ბიოგრაფია

განათლება

  • საარლენდის უნივერსიტეტი, ევროპული კერძო სამართალი, 1999
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 1998

 

სამუშაო გამოცდილება

  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი, 2017 - 2020
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, 2015 - 2017
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, 2015 - დღემდე
  • კავკასიის უნივერსიტეტი. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, 2012 - 2015
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი, 2007 - 2015
  • სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, 2005 - 2006
  • გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი, 2003 - 2007
  • საარლენდის უნივერსიტეტის დოქტორანტურა (Dr.iur.), 2000 - 2002
  • საადვოკატო ბიურო Heimes&Muller - ადვოკატის თანაშემწე, 2000 - 2001
  • საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა (LL.M.), 1998 - 1999
  • საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე, 1996 - 1998

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარე 31.03.2021 – 29.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 16.03.2021 – 31.03.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 29.12.2021
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020 – 16.03.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021 – 16.02.2022.
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 30.12.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 30.12.2021
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 30.12.2021

 

 

02.11.2021 - შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კვლავ სპეკულირებს ბათილი ბიულეტინებით, რაც უსაფუძვლოა. გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციათა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით

05.10.2021 - შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. ისაუბრა გატარებული საარჩევნო რეფორმის სიკეთეებზე და მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას.

07.09.2021 - დეპუტატის თქმით, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხების ანულირების შემდეგ საკანონმდებლო პროცესები დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

13.05.2021 - დეპუტატმა ისაუბრა კაჭრეთში პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხებს შეეხებოდა

შალვა პაუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შარლ მიშელის შეთანხება უმნიშვნელოვანესია

შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის თემაზე

შალვა პაპუაშვილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური განცხადება

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით,  ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრების წესში ცვლილებებს, კერძოდ: ღიაობას, კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპების მკაფიოდ დაფიქსირებას.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

__________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტებისთვის გადავადდეს ადრეული/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა. კანონპროექტის მიღების შედეგად დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, 2030 წლის 1 იანვრამდე, დადგინდება გარდამავალი პერიოდი. დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 17.11.2021. N07-3/123/10.

_________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს პირის მიერ სხვა პირისთვის გადაცემულ ნივთზე იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/69/10.

___________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ ნივთზე იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/69/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს  ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობას და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე  მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  09.02.2021. N07-3/29/10

____________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. განმარტებითი ბართი მიუთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.02.2021. N07-3/35/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

________________________

შალვა პაპუაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

________________________

შალვა პაპუაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_________________________

შალვა პაპუაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

_________________________

შალვა პაპუაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

შალვა პაპუაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1976-01-26

დეპუტატი
პარტიის ლოგო