ბიოგრაფია

განათლება

  • ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი, 2020
  • იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, სამართალის მაგისტრი (LL.M.), 2010
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი, 2008
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, 2006

 

სამუშაო გამოცდილება

 

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით,  2016 - 2020
  • საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter),  2015 - 2017
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის მოადგილე, 2012 - 2013
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით, 2012 - 2016
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე,  2011 - 2012
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დეკანის თანაშემწე, 2011 - 2011
  • ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში მეცნიერ-თანამშრომელი, 2010 - 2010
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით, 2010 - 2012
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, 2008 - 2010
  • ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში. მეცნიერ-თანამშრომელი, 2008 - 2009
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, 2008 - 2008
  • ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“), სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისთვის საქართველოში“. ერთ-ერთი სამეცნიერო შემსრულებელი, 2008 - 2009

 

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალისტი, 2007 - 2008

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 13.02.2017 – 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 08.02.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 05.02.2019 – 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 29.01.2018 – 05.02.2019
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 13.02.2017 – 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 13.02.2017 – 29.01.2018

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021 – 21.07.2021
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.07.2020 – 11.12.2020

 

 

01.02.2022 - დეპუტატმა მიუთითა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია სამხედრო ესკალაციის გამოწვევა და არა უკრაინის მხარდაჭერა

ანრი ოხანაშვილი ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

ანრი ოხანაშვილი ამნისტიის შესახებ

ანრი ოხანაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ანრი ოხანაშვილი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ანრი ოხანაშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობისთვის აღარ იყოს საჭირო საკრებულოს მხრიდან მისი უფლებამოსილების ცნობა. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 11 დღის გასვლა. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ წევრის უფლებამოსილება, რომელიც საბოლოო ოქმით უკვე გამარჯვებულად არის ცნობილი, ავტომატურად იქნება აღიარებული.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/207/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილებიდან „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. 

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/65/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  25.05.2021. N07-3/66/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/64/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოქმნილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/67/10. 

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  იარაღის ბრუნვის კონტროლის გამკაცრებას, კერძოდ:  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრას გაზის (აირის) იარაღის ტარების, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციის გაზრდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/61/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესში ცვლილებებსა და დაცვის გარანტიების გაძლიერებას. 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/190/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ფარგლების გაფართოებას, პოლიციელის, სუს-ისა და სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაყვანის წესში ცვლილებასა და სანქციების გაზრდას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 06.04.2022. N07-3/189/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით,  ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრების წესში ცვლილებებს, კერძოდ: ღიაობას, კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპების მკაფიოდ დაფიქსირებას.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

_______________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდებოდეს დაწესებულების ხარჯით. ასევე, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლოს მათ ცხელ ხაზზე დაკავშირება.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 16.06.2021. N07-3/79/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კომპეტენციურ დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი გახდეს როგორც კონსტიტუციური ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, ისევე მისი ქმედება. 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 15.03.2022. N07-3/177/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის
მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საერთო სასამართლოების სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/149/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი,  რომლითაც დგინდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხის ახლებური წესი, რაც გამომდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/94/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/95/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს,  2021 წლის პირველი აგვისტოდან  იმ პოლიტიკურ პარტიებს აღუდგეთ დაფინანსება, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 30.06.2021, N07-3/93/10

______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

______________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინოს სასამართლოს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/44/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ პირს უფლება ჰქონდეს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში. კანონპროექტით ასევე იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა. ამასთან, ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 19.05.2021. N07-3/56/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური ან კონფიდენციალური შეტყობინების საფუძველზე მოხდა და ამოღებულ იქნა უკანონო ნივთი, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია. კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/55/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს  ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობას და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

__________________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

__________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

__________________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

 __________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს პირი, რომელსაც არ აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.12.2020. N07-3/4/10.

________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არ მიეცეს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო იმ პარტიას, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს. ასევე, არ მიეცეს ხელფასი იმ პარლამენტარს, რომელიც გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 16.12.2020. 07-3/5/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

______________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

______________________________

ანრი ოხანაშვილმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

______________________________

ანრი ოხანაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________________

ანრი ოხანაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

______________________________

ანრი ოხანაშილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ანრი ოხანაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1985-06-10

დეპუტატი
პარტიის ლოგო