ბიოგრაფია

განათლება

  • ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), სამართლის მაგისტრი, 2009
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 1999

 

სამუშაო გამოცდილება  
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული პროფესორი, 2016 - 2018
  • სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი, 2016 - 2018
  • ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი. პროექტის მენეჯერი, 2015 - 2016
  • ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი.  პროექტის უფროსი ოფიცერი, 2013 - 2015
  • აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი, 2013 - 2017
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, 2011 - 2015
  • ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი. პროექტის ოფიცერი, 2010 - 2013
  • გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“, 2009 - 2010
  • თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო. უფროსის მოადგილე, 2009 - 2009
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005 - 2008
  • ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“. პროექტის დირექტორი 2005 - 2005
  • ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში, 2004 - 2005
  • კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათებლო ცენტრი“. გამგეობის თავმჯდომარე, 2003 - 2004
  • შსს აკადემია. მოწვეული ლექტორი, 2001 - 2002
  • კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“. გამგეობის თავმჯდომარე, 2001 - 2003
  • გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“. იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, 2000 - 2001
  • საჯარო სკოლა „ბალავარი“. პედაგოგი, 2000 - 2002
  • სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი. რეფერენტ-იურიკონსულტი, 1999 - 2000
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მოწვეული სპეციალისტი, 1999 - 1999
  • კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“. დირექტორი, 1998 - 1999
  • გრ. ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლა. მასწავლებელი, 1997 - 1999

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", თავმჯდომარის პირველი მოადგილე 11.12.2020-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 13.04.2022-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 19.04.2021 - 31.05.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 08.02.2021 - 19.04.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 08.02.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს თავმჯდომარე 27.05.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021 - 04.03.2021
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021 - 27.05.2021

 

 

15.03.2022 - გივი მიქანაძემ გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში. დაადანაშაულა ოპოზიცია ჰიბრიდული ომის წარმოებაში და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იკვეთება

15.02.2022 - გივი მიქანაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა მიზანშეწონილად და სამართლებრივად დასაბუთებლად მიიჩნია.

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესზე და მიიჩნია ის გამჭვირვალედ

დეპუტატმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარებულად მიიჩნია.

08.06.2021 - გივი მიქანაძემ ისაუბრა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” საქმიანობაზე. გააკრიტიკა ოპოზიცია.

გივი მიქანაძემ რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტების ხელშეწყობა პრიორიტეტულად მიიჩნია და სამინისტროს მათთვის დაფინანსების გაზრდა სთხოვა.

გივი მიქანაძემ ისაუბრა ამნისტიის კანონპროექტის მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის საჭიროებაზე. დეპუტატმა კანონპროექტზე მუშაობისას სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებს მაღალი ჩართულობა დადებითად შეაფასა.

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის განვითარების ფონზე.

„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 26.01.2022. N07-3/161/10.

________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.

________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგინდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატურად.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.08.2021, N07-3/101/10.

________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საერთო სასამართლოების სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/149/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.

_______________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს უფლებამოსილება, შეარჩიოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის სამი კანდიდატი და დაამტკიცოს კონკურსის წესი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევას იმ ძირითად კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპული კონვენციით არის დადგენილი.

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/54/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

______________________________________

დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა  შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10

 

________________________________________

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს პირი, რომელსაც არ აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.12.2020. N07-3/4/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________________

გივი მიქანაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_______________________

გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

________________________

გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

________________________

გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა „კოვიდ-19 და ევროპული ციხეების მოსახლეობა“ კვლევის განხორციელებისთვის მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს კონკრეტული კითხვარის შევსება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სოფლის მეურნეობის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია უწყების მიერ ინიცირებული პროგრამების/პროექტების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია მსჯავრდებულების მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, წახალისების, პაემნებისა და სხვა მექანიზმების გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პარლამენტის მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის გზების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე. ადრესატი: სპეციალური პენიტენციური სამ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე. ადრესატი: სპეციალური პენიტენციური სამ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სახელმწიფო უნივერსიტეტების 2020-2021 წლების საბიუჯეტო დაფინანსებისა და მათი მიზნობრიობის ინფორმაციით. ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2016-2020 წლების განმავლობაში მსჯავრდებულთათვის უცხოეთში მკურნალობის გაცემის ნებართვისა და მათი დაფინანსების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2010-2021 წლებში რამდენი პატიმარი განთავისუფლდა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ხანდაზმულობის გამო. აგრეთვე, რამდენს შეეცვალა სასჯელი უფრო მსუბუქი ზომით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2004-2021 წლებში რამდენ ორსულ ქალს გადაუვადდა სასჯელის მოხდა, განთავისუფლდა სასჯელისგან ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო ან შეეცვალა სასჯელი უფრო მსუბუქი ზომით.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

გივი მიქანაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1977-05-20

დეპუტატი
პარტიის ლოგო