ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბოაირმომარაგება და ვენტილაცია, 1984

 

სამუშაო გამოცდილება
  • საზოგადოება „თბილისელის“ გამგეობის თავმჯდომარე, 2013 - 2020
  • EngeoCapital Group GMBH-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2010 - 2012
  • საქართველოს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი, 2006 - 2009
  • ფსკ "დინამო"ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 2005 - 2006
  • Geosport LTD-ს დამფუძნებელი-გენერალური დირექტორი, 2004 - 2005
  • საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2000 - 2004
  • ქ. თბილისის მთავრობის ვიცე პრემიერი, 1998 - 2000
  • ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, 1995 - 1995
  • ქ. თბილისის მერიის კრწანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 1995 - 1998
  • შპს "ზის" გენერალური დირექტორი, 1994 - 1995
  • შპს "ტმს"ს გენერალური დირექტორი, 1992 - 1994
  • საქკურორტმომარაგებაგასაღების ტექნიკური დირექტორი, 1989 - 1992
  • კომკავშირის პარტიული სამსახური, 1985 - 1989
  • საპროექტო ინსტიტუტის კავგიპროტრანსის ინჟინერი, 1983 - 1985

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 29.04.2021-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 29.04.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

 

ირაკლი მეძმარიაშვილი - მინისტრის საათი

ირაკლი მეძმარიაშვილი - მინისტრის საათი

ირაკლი მეძმარიაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

___________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

______________________________

ირაკლი მეძმარიაშილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

______________________________

ირაკლი მეძმარიაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________________

ირაკლი მეძმარიაშვილმა  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10.

________________________________

ირაკლი მეძმარიაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა. 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ირაკლი მეძმარიაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1962-01-29

დეპუტატი
პარტიის ლოგო