ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2000

 

სამუშაო გამოცდილება

  • შპსმდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, 2015 – 2016
  • საქართველოს პარაოლიმპიური ფონდი“, პრეზიდენტი, 2014 – 2016
  • შპსლიგალ კონსალტინგ გრუპი“, ადვოკატი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, 2014 – 2014
  • ()აიპადვოკატთა ალიანსი“, თავმჯდომარე, 2014 – 2016
  • ()აიპსამართლის მონიტორინგის ცენტრი", დამფუძნებელი, 2009 – 2014
  • სასთბილისის იურიდიული ცენტრი“, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, 2007 – 2014
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, 2004 - დღემდე
  • ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახური, გამომძიებელი, 2001 – 2004
  • დავით გურამიშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი, 1999 – 2006
  • შსს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი, 1996 - 2001

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 02.12.2019 – 11.12.2020
  • ფრაქციაქართული ოცნება“, თავმჯდომარე 18.11.2016 – 02.12.2019
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 03.01.2019 – 02.09.2019
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 07.02.2017 – 13.03.2017
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 29.01.2018

 

დელეგაციები/საბჭოები

  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020

 

 

01.03.2022 - მამუკა მდინარაძემ ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და შეაფასა ის, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ძალა.

14.12.2021 - მამუკა მდინარაძემ გააკრიტიკა ოპოზიციის ნაწილი. მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პატიება ჯერ დაზარალებულ ადამიანებს უნდა სთხოვოს და მხოლოდ შემდეგ იქნება შერიგების შესაძლებლობა

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე და „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა შეფასა, როგორც პროდასავლური.

მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

მამუკა მდინარაძე ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასა და წინა ხელისუფლებაზე

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა. მიიჩნევს, რომ პრობლემურია დეზინფორმაცია.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. ასევე, ისაუბრა გიორგი გახარიასა და მის პარტიაზე.

მამუკა მდინარაძემ გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ მათ პროგრამაც კი არ შესთავაზეს ამომრჩეველს არჩევნებისთვის.

დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობრივ რეჟიმად შეაფასა.

დეპუტატი გამოეხმაურა სააკაშვილის პატიმრობის საკითხს და მიუთითა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის საჭიროების არ არსებობაზე.

მამუკა მდინარაძეს მიზანშეწონილად მიაჩნია საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება და ოპოზიციური ტელევიზიის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება.

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.

_________________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორირომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდეხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ისნაცვლად განისაზღვროს 4 წევრითპროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_________________________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

02.03.2021. N07-3/39/10.

________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ავტორი, რომლითაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ გაყოფის სახით.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.02.2021. N07-3/23/10.

_________________________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ავტორი, რომლითაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვს შეიქმნას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ავტორი, რომლითაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვს პარლამენტში შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია.

„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი,  07.01.2021. N07-3/18/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________

მამუკა მდინარაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_____________________

მამუკა მდინარაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________

მამუკა მდინარაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

______________________________

მამუკა მდინარაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

მამუკა მდინარაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1978-11-24

დეპუტატი
პარტიის ლოგო