ონლაინ დისკუსია: "მოსამართლეთა ასოციაციების როლი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემაში"
6 ივლისს, "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის", "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოსა" და "სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის" ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ დისკუსია თემაზე: "მოსამართლეთა ასოციაციების როლი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემაში". დისკუსიაზე პოლონელმა და იტალიელმა სპიკერებმა განიხილეს მოსამართლეთა ასოციაცები ევროპული პერსპექტივიდან: ტიპები, ფუნქციები და მათი გავლენა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე საკუთარი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით.
მოდერატორი:
მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
სპიკერები:
სიმონე ბენვენუტი - რომა ტრეს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის შედარებითი საჯარო სამართლის ასოცირებული პროფესორი/იტალია.
იან ოლზანოვსკი - პოზნანის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის დეპარტამენტი; პოზნანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე/პოლონეთი.
სილვიო რობერტო ვინჩეტი - მოდენას და რეჯიო ემილიას უნივერსიტეტის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მკვლევარი/იტალია
მხარდამჭერი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა