სიახლეები

2023.06.05

მოლდოვაში მიმდინარე სასამართლო რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

2023 წლის 4 მაისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოსა და სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ დისკუსია, თემაზე: „მოლდოვაში მიმდინარე სასამართლო რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.
მოლდოვის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სასამართლოს ძირითადი რეფორმები და მათი პროგრესი, სრული ვეტინგის ინიციატივა, სპეციალიზებული ანტიკორუფციული სასამართლოს ინიციატივა, წინააღმდეგობა და კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული ბრძოლები, ვენეციის კომისიის და ევროკომისიის როლი, სასამართლო რეფორმების გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და საზოგადოებაზე, ინსაიდერის პერსპექტივა შეფასების პროცედურის შესახებ (წინასწარი ვეტინგი), სამოქალაქო საზოგადოების წვლილი სასამართლო რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე აქტიური ზედამხედველობისა და დამოუკიდებელი ალტერნატიული ანგარიშგების მეშვეობით.
მოდერატორი:
ეთა ჯაფარიძე, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს გამგეობის წევრი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის წევრი.
სპიკერები:
ილი ჩირტოაკა, იურიდიული რესურსების ცენტრი (LRCM), აღმასრულებელი დირექტორი, მოლდოვა, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის წევრი.
იონ გუზუნი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის წევრი, მოლდოვის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
იულიან გროზა, ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მოლდოვა.
იხილეთ დისკუსიის დოკუმენტი.
ონლაინ დისკუსია.