სიახლეები

2022.02.08

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მოსამართლეების პროტესტის უკან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას, არაზუსტი და განზრახ დამახინჯებულია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მოსამართლეების პროტესტის უკან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას,  არაზუსტი და განზრახ დამახინჯებულია.

დადგინდა, რომ ტელეკომპანია იმედი კონკრეტული, წინასწარ ჩამოყალიბებული ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ფაქტებით მანიპულირებდა და განზრახ დაამახინჯა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების ამავე საკითხზე გაკეთებული განცხადებების შინაარსი. სიუჟეტი მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს სასამართლოში არსებული პრობლემა გამოწვეულია არა კლანური მმართველობით, არამედ ოპოზიციის გავლენების გამტარი მოსამართლეების არსებობით.  

სიუჟეტი შეეხება 2021 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერიუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევას, რის გამოც სასამართლო სისტემამ ევროკავშირისელჩის კარლ ჰარცელის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.ელჩების კრიტიკას არ დაეთანხმა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სახელით გამოაქვეყნა განცხადება. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნა 23 მოსამართლე. სწორედ აღნიშნული 23 მოსამართლე გახდა ტელეკომპანია იმედის მხრიდან კამპანიური კრიტიკის ობიექტი, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის მიერ არიან მართული.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების საჩივარზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება 2022 წლის 8 თებერვალს იქნა მიღებული.

 

გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.