დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ვასილ როინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
დავა შეეხებოდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მკვლელობას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს დააღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას.
აღნიშნული საქმის გამოძიებას ზედამხედველობას უწევდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ვასილ როინიშვილი, რა დროსაც მოხდადაზარალებულის უფლებების უხეში ხელყოფა, კერძოდ მიუხედავად მრავალგზისი მოთხოვნისა დაზარალებულს არ მიეცა საპროცესო სტატუსი და არ მიეცაწვდომა საქმის მასალებზე. დაზარალებულის მტკიცებით სწორედ ვასილ როინიშვილმა მოახდინა ზეწოლა მასზედა მოთხოვა მას გაჩუმება.
საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ვასილ როინიშვილი არის სასამართლოში მოქმედი კლანის წევრი, რომლის სახელს უკავშირდება მოსამართლე ლალილაზარაშვილზე ზეწოლისდა ხელისუფლების დაკვეთით ქართუ ბანკის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილების მიღების ფაქტები.
2020 წლის 29 მაისს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 2020 წლის 25 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ იქნე არჩეული. აღნიშნული მეტყველებს მხოლოდ იმას, რომ როგორც საერთო სასამართლოების სისტემა ასევე საკონსტიტუციო სასამართლო იმავე ადამიანების კლანის ხელში იმყოფება, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდნენ სასამართლო სისტემის მორჩილებას და პოლიტიკური დავალებების შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იურისტების ჯგუფი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს ვასილ როინიშვილის როლი აღნიშნულ საქმეებში.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.