სიახლეები

2022.02.15

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადება ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა შეისწავლა ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეზე 2022 წლის 22 იანვარს გამოტანილი განაჩენი და მიიჩნევს რომ აღნიშნული განაჩენი გამოტანილია საქართველოსკანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით. 

თბილისის 2022 წლის 22 იანვარს გამოტანილი განაჩენით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ცნობილიიქნენ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე 3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ავთანდილ წერეთელიცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე დანაშაულში დახმარებისთვის), რაც გულისხმობს წინასწარიშეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნითდა მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნისხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან. 

განაჩენის მიხედვით 2008 წელს  სს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - მამუკახაზარაძემ და მისმა მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ მათთან დაახლოებული პირის ავთანდილ წერეთლისმეშვეობით ტბს ბანკიდან სესხის სახით გამოიტანეს 16 664 000 დოლარის სესხი, რომელიც გამოიყენესპირადი ვალდებულებების (სესხების დასაფარად), რითაც მოატყუეს თიბისი ბანკი და მიაყენეს ზიანი. 

2008 წელს სს „თიბისი ბანკმა”  აღნიშნული სესხები ჩამოწერა ისე რომ თავმდებ პირებს არ მოთხოვათანხის ანაზღაურება, არ მოახდინა ავთანდილ წერეთლის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე თანხებისუაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა. იპოთეკისგან  გამოათავისუფლა სესხების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, ხოლო 2012 წლის აგვისტოში კი საერთოდ გაათავისუფლა ზემოაღნიშნული კომპანიები არსებული სასესხოვალდებულებისგან და ჩაანაცვლა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლისლეგალიზაციისთვის ჩადენილი ჯგუფურად, რასად თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებასისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტები, თუმცამოსამართლემ მათი ქმედებები ჯგუფურ თაღლითობაზე გადააკვალიფიცირა, თუმცა ხანდაზმულობისვადის გასვლის გამო მსჯავრდებულები გაათავისუფლა სასჯელის მოხდისგან. 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი შეიცავს მრავალ სამართლებრივხარვეზს, რაც მის აშკარა უკანონობაზე მეტყველებს.  განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ხარვეზები:   

  1. მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა იმბრალდებაზე, რომელზეც პროკურატურას ოფიციალურად უარი აქვს ნათქვამი.   

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის და მხარეთაშეჯიბრებითობის პრინციპებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილისთანახმად სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. მოცემულ სისხლისსამართლის საქმეზე 2019 წელს პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სსკ. 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის"ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისსისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა იმ ბრალდებაზე, რომელზეც პროკურატურას ოფიციალურად უარი აქვს ნათქვამი. 

  1. გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვისპრინციპს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საქმეზე "დავით ცინცქილაძე საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ", (2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 19),  საქართველოსკონსტიტუციით დადგენილი განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა ასევე გულისხმობს ისეთპროცედურული გარემოებების არსებობას, რაც თავისი არსით სამართალწარმოების დასრულებასგულისხმობს. ასეთია, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ დევნის შეწყვეტა.  

თაღლითობის საქმეზე სამართალწარმოება დასრულდა პროკურორის მიერ დევნის დაწყებაზე უარისთქმის შესახებ დადგენილების მიღებით. ამ დადგენილების არსებობის პირობებში იმავე ბრალდებითგამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია.  

  1. ფულის გათეთრებიდან თაღლითობაზე ქმედების გადაკვალიფიცირებით დაირღვა .. ბრალდების უცვლელობის პრინციპი და ბრალდებულის საპროცესო უფლებები; დაუსაბუთებელიაქმედების კვალიფიკაცია სსკ. 180- მუხლით

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ა. და გ. ქვეპუნქტებით ბრალდებულს:

ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით უნდა ეცნობოს წარდგენილი ბრალდებისარსი და საფუძველი;

ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების თანახმად ბრალდებულს სრულად უნდაეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით, რათა სათანადოდ მოემზადოსდაცვისათვის. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომბრალდების გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო დასაშუალება მათზე რეაგირებისათვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის იხ. მათ შორის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no.23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსმიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისათვის მაშინაა წინასწარ განჭვრეტადი, როდესაცქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია, იხ. (De Salvador Torres v. Spain, განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისპუნქტი 33) და (Juha Nuutinen v. Finland, განაცხადი no. 45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

სასამართლომ არ იმსჯელა იყო თუ არა ქმედების გადაკვალიფიცირება წინასწარ განჭვრეტადი და რატომუნდა ჰქონოდათ მხარეებს მოლოდინი, რომ განაჩენი შეიძლებოდა დამდგარიყო შეწყვეტილსისხლისსამართლებრივ ბრალდებაზე.  

 გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებული დებულებების საფუძველზე, საქართველოს სასამართლოებმა დაადგინეს პრაქტიკა, რომლის თანახმად ე.წ. ბრალდების უცვლელობისაღნიშნული პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ხდება სხვადასხვასისხლისსამართლებრივი უმართლობის ფარგლებში (ასე მაგალითად, სსკ-ის 331¹ მუხლის პირველინაწილით გათვალისწინებული დანაშულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი აშკარადგანსხვავდება სს-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტისგან). იხილეთ:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მარლაკელიძის 2019 წლის 06 სექტემბრისგანაჩენი გ.ყ.-ს და ე.ზ.-ს ბრალდების N1/1041-19 საქმეზე, პუნქტები 5.7.3.20 – 5.7.3.22;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენიგ.ქ.-ს ბრალდების N1/4499-18 საქმეზე, გვ. 28;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენიქ.ქ.-ს ბრალდების N1/1418-18 საქმეზე, გვ. 19;


სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ისჯება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაცგულისხმობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას. 


შესაბამისად, მოცემულ საქმეში თაღლითობა არ არის ფულის გათეთრების ორგანული ელემენტი. თაღლითობა ფულის გათეთრებისგან დამოუკიდებელი დანაშაულია. თაღლითობის მტკიცება მოითხოვს ამდანაშაულის სამივე ელემენტის (შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა, ბრალი) მტკიცებას. 

აღნიშნულისგან განსხვავებით, ფულის გათეთრების შემადგენლობა არ მოითხოვს თაღლითობის როგორცსამ ელემენტიანი დანაშაულის მტკიცებას.  ფულის გათეთრებით ქმედების კვალიფიციკაციისთვისსაკმარისია პრედიკატის სახით მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა. 

გარდა ამისა, მოცემულ საქმეზე სახეზეა განსხვავებული უმართლობა, ვინაიდან სსკ-ის 194-ე მუხლითგათვალისწინებული დანაშაულის (ფულის გათეთრება) დაცვის ობიექტია სამეწარმეო და სხვაეკონომიკური ურთიერთობები (სსკ-ის თავი XXVI), ხოლო 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის(თაღლითობა) დაცვის ობიექტია საკუთრება.

ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ  ბრალდებულს არ ჰქონია სათანადო დრო და საშუალება ახალბრალდებაზე რეაგირებისათვის და მასზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის.  

განაჩენში არ არის განხილული თუ რით დასტურდება ავთანდილ წერეთლის მონაწილეობა ბრალდებულთაწინასწარი განზრახვის ჩამოყალიბებაში.   

ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც დავისარსებობის შემთხვევაში წყდება სამოქალაქო სამართლებრივი წესით. იმ დროს, როდესაც ბანკი არმიიჩნევს დაზარალებულად და მოტყუებულად, ასეთ ურთიერთობებში პროკურატურის ჩარევა და კლიენტისმიმართ დევნის განხორციელება ქმნის სსკ. 180-ე მუხლის ბოროტად გამოყენების საფრთხეს. 

  1. დაირღვა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მხარეებს არ მიეცათშესაძლებლობა წარმოედგინათ მოსაზრებები სასჯელის ზომასთან დაკავშირებით

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსამართლემ ისე იმსჯელა სასჯელის ზომაზე და მსჯავრდებულებსმიუსაჯა 7 - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დარღვევით), რომმხარეებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა მოსაზრებები გამოეთქვათ ქმედების შემამსუბუქებელ დადამამძიმებელ გარემოებებთან ან მოსალოდნელი სასჯელის ზომასთან დაკავშირებით. 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოსსასამართლო სისტემის რეფორმირება, დამოუკიდებელი, სამართლიანი და სანდო სასამართლო სისტემისშექმნა.

 

ჯგუფის წევრები არიან:

 

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).