სიახლეები

2021.02.15

პარლამენტმა გენერალურ პროკურორს არ უნდა მისცეს თანხმობა ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე

მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობა ნიკანორ მელიას, პარლამენტის წევრის მიმართ დაპატიმრების შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ პარლამენტს გაუგზავნა მოსაზრება, რომლის თანახმადაც პარლამენტარიზმის განვითარების ხელშეწყობისა და პარლამენტის წევრების პოლიტიკური დასჯისგან დაცვის მიზნით, პარლამენტმა არ უნდა გასცეს წინასწარი თანხმობა ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე.

მოსაზრება ეყრდნობა ერთი მხრივ, ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას და მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც იცავს პარლამენტში მყოფი უმცირესობის წარმომადგენელს პოლიტიკური დასჯიგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი ბრალდების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვი.

ვრცლად იხილეთ თანდართული დოკუმენტი