2022.05.30
„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“
30 მაისს, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს,“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ და „სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე.“
კონფერენცია გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა.
პანელური დისკუსიის თემები:
1.ომის შემდეგ: საქართველოს ევროპული მომავლის გადახედვა.
ენდრიუს კალინდრა, ლიეტუვას ელჩი საქართველოში;
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016);
სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020).
მოდერატორი: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება.
2. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;
თენგიზ ფხალაძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი; თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი (2015-2016);
ივლიანე ხაინდრავა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (2014-2018); კახაბერ ქემოკლიძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი (2019-2021).
მოდერატორი: ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო.
3. ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები - რას შეიძლება ველოდოთ.
ანდრეი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში;
მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოცნებიდან;
თამარ ხულორდავა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019);
ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი;
კახა გოგოლაშვილი, GFSIS ევროპული კვლევების დირექტორი;
ლევან დოლიძე, საქართველოს ელჩი ნატოში (2013-2014).
მოდერატორი: თამარ ხიდაშელი, DRI
კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები.