დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მიმართავს დეპუტატებს: ნუ შეეწინააღმდეგებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას. ეს ცვლილება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.
საქართველოში შერეულმა საარჩევნო სისტემამ ვერ მოახდინა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. წლების განმავლობაში მაჟორიტარული სისტემა იყო ქვეყანაში პოლარიზაციის უმნიშვნელოვანესი წყარო.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა უნდა შეასრულონ, 20-21 ივნისის მოვლენების შემდგომ, საზოგადოების წინაშე საჯაროდ დადებული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს. ამ გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა უქმნის უდიდეს საფრთხეს ქვეყანაში სტაბილურობასა და დემოკრატიის მდგრად განვითარებას.
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო უერთდება პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ნებისმიერ ფორმას!