დემოკრატიის ინდექსი - საქართველო პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს
2019 წლის საშემოდგომო სესიის დაკვირვების შედეგები ასახულია შესაბამის ანგარიშში, რომელიც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდზე. წინამდებარე ანგარიშში კი ასახულია პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაკვირვების შედეგები; მათ შორის, დამატებით, წარმოჩენილია პარლამენტის საქმიანობა პანდემიის დროს – საგანგებო სესიის ფარგლებში. ასევე დამატებით, ორგანიზაციის მიერ შეფასებულია უშუალოდ ოპოზიციის საქმიანობის ხარისხი – გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე.
საგაზაფხულო სესიის პარლამენტის საქმიანობაში გამოიკვეთა დადებითი მხარეები: გადაიდგა ცალკეული პროგრესული ნაბიჯები როგორც კონკრეტული საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე, მთავრობის კონტროლის კუთხით. თუმცა, საერთო სურათის საფუძველზე, პარლამენტის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები, ძირითადად, არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პრობლემებმა, რომლებიც საშემოდგომო სესიაზე გამოვლინდნენ – რაც დემოკრატიულ ჩართულობას, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობასა და მთავრობის აქტიურ კონტროლს შეეხება – ამ სესიის განმავლობაშიც იჩინეს თავი.
2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დადებითი კუთხით პარლამენტმა მუშაობა გამოავლინა რამდენიმე ცალკეული მიმართულებით:
- პარლამენტმა ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების თავლსაზრისით და ასევედემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო მიმართულებით.
- მთავრობის წევრთა დაბარების კუთხით, საგაზაფხულო სესია უფრო აქტიური იყო: თუ წინა სესიაზემსგავსი მოთხოვნა პარლამენტში არ დაფიქსირებულა, ამჯერად, აღნიშნული ფაქტი 6-ჯერგამოვლინდა: 2 შემთხვევა კომიტეტების და 4 კი – პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისმხრიდან არის დაფიქსირებული.
- დეპუტატის შეკითხვას, როგორც აღმასრულებელი კონტროლის მექანიზმს – ოპოზიცია იყენებს.
- რამდენიმე კანონპროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისიექსპერტების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.
- რამდენიმე საკითხი, რაც პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობასა და პანდემიასთანდაკავშირებით გადაწყვიტა: პანდემიის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დროულად დაერთსულოვნად გამოაცხადა; ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა აღმასრულებელიხელისუფლების წარმომადგენლებთან – უცხოეთში მცხოვრები ქართველების პანდემიასთანდაკავშირებულ პრობლემებზე; გენდერული თანასწორობის საბჭომ რეკომენდაციები გასცამთავრობის მიმართ კორონავირუსის გავრცელების პირობებში ქალთა ეკონომიკურიგაძლიერებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით; და ასევე აღსანიშნავია, რომეპიზოდური გამოვლინებით ოპოზიცია აქტიური იყო პრემიერ-მინისტრის მიმართ ინტერპელაციით.
- წინა სესიასთან შედარებით, მიმდინარე სესიის დროს, თემატური მოკვლევის მექანიზმიკომიტეტებმა უფრო აქტიურად გამოიყენეს.
- კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების დროული გამოქვეყნების კუთხითმდგომარეობა წინა სესიასთან შედარებით, არსებითად გაუმჯობესდა.
საგაზაფხულო სესიისა და საგანგებოს სესიის დროს შემდეგი ძირითადი პრობლემები გამოვლინდა:
ინდივიდუალური დეპუტატების ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია:
- წინა სესიის მსგავსად, ინდივიდუალური დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობა არ არის საჯაროდა, შესაბამისად – კვლავ უცნობია საზოგადოებისთვის. არ ხდება მათი საქმიანობისდოკუმენტირება და მიმდინარე რეჟიმში პარლამენტის ვებგვერდზე ასახვა.
- საერთო ჯამში, დეპუტატის შეკითხვა გამოიყენა მხოლოდ 22 დეპუტატმა, რომლებსაც, გამონაკლისის გარდა (ნინო წილოსანი, ზაზა გაბუნია), ძირითადად ოპოზიციის წევრებიწარმოადგენდნენ.
- მსგავსად წინა სესიისა, ამჯერადაც, მოქალაქეთა წერილებით გამოკვეთილი პრობლემებისსაპასუხოდ, შემხვედრი საკითხები საპარლამენტო დღის წესრიგში პარლამენტის წევრებს არცშეუტანიათ და არც განუხილავთ.
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის და მათი აზრის გათვალისწინების ხარისხი დაბალია:
- კანონპროექტების განხილვა, ძირითადად, უსაფუძვლოდ დაჩქარდა, რამაც ხელი შეუშალა მათსაფუძვლიან განხილვასა და საზოგადოების სათანადო ჩართულობას.
- ზოგიერთი კანონპროექტის მოსამზადებელ ეტაპზე დაინტერესებულ პირთა ჩართულობისპრობლემა დაფიქსირდა. ასეთია კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისშესახებ.”
- წინა სესიის მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ამჯერადაც, ძალიან დაბალია, რადგან არსებითი მნიშვნელობის საკითხების მიმართ მათი მწვავე პროტესტი, ყოველ ჯერზე, იგნორირებული იყო. გამოვლინდა მაღალი თანამდებობის პირებად სამოქალაქოსაზოგადოებისთვის მიუღებელი პირების, ან მიუღებელი პროცედურით არჩევის ფაქტები.
- ალტერნატიული ანგარიშები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოადგინა, პარლამენტსარსებითად არ განუხილავს.
- ინდივიდების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს არცერთ შემთხვევაში არ მიუღიაკანონპროექტის სახე და, შესაბამისად, საზოგადოების საკანონმდებლო საქმიანობაშიმონაწილეობაც გამოირიცხა.
მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს:
- პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი ძალიან დაბალია – მინისტრები, დაბარებისმიუხედავად, ძალიან იშვიათად ცხადდებიან პარლამენტში; ამის საპასუხოდ პარლამენტს არგაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება.
- მინისტრთა ანგარიშები, ფაქტობრივად, არ განიხილება, ან სხვა და სხვა ფორმატით მათი მოსმენაპარლამენტში არსებით ხასიათს არ ატარებს. ხშირ შემთხვევაში, დეპუტატების შეკითხვა/კომენტარები ეხება არარელევანტურ საკითხებს.
კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური:
- კომიტეტების უმრავლესობამ სხდომების მხოლოდ მინიმალური ან მინიმალურზე ნაკლები რაოდენობა ჩაატარა.
- კომიტეტები პასიური არიან სხვა უფლებამოსილებების გამოყენებაშიც, როგორებიცაა – საკანონმდებლო ინიციატივები; კანონის აღსრულების კონტროლი; ადმინისტრაციული ორგანოსსაქმიანობის შესწავლა; დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და სხვა დროებითი კომისიებისშექმნა; სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; კანონქვემდებარე აქტების კანონებთანშესაბამისობის შესწავლა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტი არ ფუნქციონირებდა:
- პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო – არ გაუტარებია რაიმეღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით.
საპარლამენტო ოპოზიციის როლი სუსტია:
- ოპოზიციის ხანგრძლივი ბოიკოტი პარლამენტის როლს კიდევ უფრო აკნინებს, შესაბამისადსუსტდება არსებითი და კრიტიკული დებატების შესაძლებლობა.
- ოპოზიციის საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა, მცდელობის მიუხედავად, შეფერხდა. კერძოდ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტების მომზადების ეტაპი ყოველ-ჯერზე გაჭიანურდა, რის გამოც, მათი განხილვა არ მოხდა.
- ოპოზიცია მთავრობის კონტროლის მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით, როგორიც არისმაგ., საგამოძიებო კომისიების შექმნა – არ აქტიურობდა, განსხვავებით წინა სესიისგან.