ბიოგრაფია

განათლება

  • სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე, 1988 

 

სამუშაო გამოცდილება

  • შპს კლინიკა "ლჯ"-ს დამფუძნებელი, 2016 - დღემდე
  • ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, 2014 - 2017
  • "კლინიკა-ლჯ"-ს კარდიოლგი, 2003 - დღემდე
  • სანქტ-პეტერბურგის ლენინის სახელობის კლინიკის კარდიოლო, 1990 - 1990
  • რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო, 1990 - 2003
  • სტავროპოლის სამხარეო კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი, 1988 - 1990

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020 – დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 20.09.2022-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 29.03.2021-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 20.09.2022
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

ზაზა ლომინაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

ზაზა ლომინაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

ზაზა ლომინაძე - მინისტრის საათი

ზაზა ლომინაძე პანდემიასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე

ზაზა ლომინაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

30.11.2021 - ზაზა ლომინაძე დადებითად აფასებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს. გამოვიდა ინიციატივით ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სპორტის უნივერსიტეტში მოჭადრაკე ჩემპიონებიც.

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_____________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 26.11.2021. N07-3/127/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2022 წლის პირველ იანვრამდე. კანონპროექტით მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/72/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2021 წლის ივნისამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 16.12.2020, N07-3/2/10

 _____________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  მოთხოვნილია დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კოვიდ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.01.2021. N 07-3/13/10

 _____________________________________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  10.02.2021. N7-3/31/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

__________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

ზაზა ლომინაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________________

ზაზა ლომინაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________________

ზაზა ლომინაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

___________________________

ზაზა ლომინაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის IV კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ზაზა ლომინაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1965-02-26

დეპუტატი
პარტიის ლოგო