ბიოგრაფია

განათლება

  • ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2001

 

სამუშაო გამოცდილება

  • თვითმმართველობის მმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2014 – 2016
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, 2012 – 2014
  • სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში) ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, 2011 – 2011
  • საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის რაიონული განყოფილებაში სააგენტოს უფროსი, 2007 – 2007
  • ზუგდიდის ქალაქის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, 2006 – 2006
  • ზუგდიდის ქალაქის გამგებლის მრჩეველი, , გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, გამგეობის, დარგობრივი ეკონომიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 2002 – 2004
  • საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო, 2001 - 2002

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა", წევრი 27.12.2017 - 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 18.11.2016 - 26.12.2017
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 18.05.2022 - დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი 08.02.2021-დან
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 08.02.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 23.12.2019 - 11.12.2020
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 20.12.2019 - 23.12.2019
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 25.01.2018 - 11.12.2020
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 25.01.2018 - 20.12.2019
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 25.01.2018
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 25.01.2018


დელეგაციები/საბჭოები

 

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამკაცრდეს ზომები სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონო დასაკუთრებაზე.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 18.05.2022. N07-3/211/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________________________

ედიშერ თოლორაიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_______________________________

ედიშერ თოლორაიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_________________________________

ედიშერ თოლორაიამ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

________________________________

ედიშერ თოლორაიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

ედიშერ თოლორაია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1978-08-22

დეპუტატი
პარტიის ლოგო