ბიოგრაფია

განათლება 

  • ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამოქალაქო მშენებლობა, 1993
  • ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებელი, 1980

 

სამუშაო გამოცდილება

  • ხულოს გამგეობა, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2007 – 2007
  • ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 – 2007
  • ხულოს რაიონის საბინაო კომუნალური მეურნეობის მრავალდარგობრივი სამმართველოს უფროსი, 1994 - 2006
  • აჭარის სამონტაჟო-სარემონტო სამმართველო, ჯგუფის უფროსი, 1985-1994
  • მოძრავი მექანიზებული კოლონა, მუშა, ინჟინერი, ოსტატი, 1982 – 1985
  • საბჭოთა არმიის რიგებში სამსახური, 1980 – 1982
  • საქკოოპრემონტსპეცმშენიბრიგადირი, 1980 - 1980

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 01.09.2020 – 11.12.2020
  • ფრაქციაქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“, წევრი 26.12.2017 – 01.09.2020
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 26.12.2017
  • ფრაქციადამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“, მდივანი 07.11.2014 – 18.11.2016
  • ფრაქციადამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“, მდივანი 07.11.2014 – 07.11.2014
  • ფრაქციანაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“, თავმჯდომარის მოადგილე 21.10.2012 – 10.07.2013
  • ფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი 07.06.2008 – 21.10.2012 
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 01.09.2020 – 11.12.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 25.01.2018 – 01.09.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 25.01.2018
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტი, წევრი 20.11.2013 – 18.11.2016
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 22.10.2012 – 10.07.2013
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 22.10.2012 – 28.03.2013


დელეგაციები/საბჭოები

  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს წევრი 30.12.2015 – 18.11.2016

 

ანზორ ბოლქვაძემ დადებითად შეაფასა მმართველი გუნდის მიერ ხელვაჩაურში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები

ანზორ ბოლქვაძე ამნისტიის შესახებ

ანზორ ბოლქვაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარისთვის კომისიის წევრობის ვალდებულების გაუქმებას,  გარდა ამისა, საკრებულოში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებების შემოღებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.12.2021.  N07-/3/135/10.   

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

___________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის დადგენილების ჩაბარებისა და ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებულ წესში ცვლილებებს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.06.2021. N07-3/87/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. განმარტებითი ბართი მიუთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.02.2021. N07-3/35/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_________________

ანზორ ბოლქვაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_________________

ანზორ ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

ანზორ ბოლქვაძემ მხარი არ დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_____________________

ანზორ ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2021 წლის IV კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III კვარტალი

ფაილის ნახვა

ანზორ ბოლქვაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1960-09-09

დეპუტატი
პარტიის ლოგო