ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგია, 1999

 

სამუშაო გამოცდილება

  • პარტიისალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებითავმჯდომარე, 2020 - დღემდე
  • საქართველოს სამოქალაქო მოძრაობისთავმჯდომარე, 2018 – 2020
  • შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, 2013 – 2014
  • თბილისის საკრებულოს დამოუკედებელი მაჟორიტარი, 2011 – 2017
  • ტელევიზიაკავკასიისჟურნალისტი, 2008 – 2016
  • ტელევიზიამაესტროსჟურნალისტი, 2007 – 2009
  • ტფილისსზე მზრუნველთა გაერთიანებატფილისის ჰამქარისთავმჯდომარე, 2006 – 2012
  • მეცხრე არხის საინფორმაციო კორესპონდენტი, 2004 – 2007
  • რადიოთავისუფლებისჟურნალისტი, 2004 - 2007

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიმოქალაქეები“, თავმჯდომარე 14.06.2021-დან
  • კულტურის კომიტეტის წევრი 15.12.2021-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 28.06.2021 – 15.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 16.03.2021 – 21.06.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 08.02.2021 – 21.06.2021
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 08.02.2021 – 16.03.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 07.09.2021
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 07.09.2021
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 07.09.2021

22.06.2022 - ალეკო ელისაშვილმა უარყოფითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცესი. მიაჩნია, რომ საჭიროა დეოლიგარგიზაცია. უარყოფითად აფასებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

21.06.2022 - ალექსანდრე ელისაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და მიიჩნია, რომ ევროკავშირი არის ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოების ერთობა.

24.05.2022 - ალექსანდრე ელისაშვილმა მიიჩნია, რომ საქართველომ უკრაინას სამხედრო ტექნიკა უნდა გადასცეს. დეპუტატმა ერეკლე მეფის მოღვაწეობა შეაფასა დადებითად და მოუწოდა საზოგადობას არ მიაყენონ შეურაცხყოფა წინაპრებს

10.05.2022 - ალექსანდრე ელისაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო ამერიკისგან ახლა შეიარაღების მიღებას უნდა ითხოვდეს. გამოვიდა ინიციატივით მოხდეს გენერლების რევიზია

26.04.2022 - ალექსანდრე ელისაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მიიჩნია, რომ ომის პირობებში საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ ჯარის ამარა, და ომის პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული წინააღმდეგობა

01.03.2022 - ალექსანდრე ელისაშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციის პრობლემაზე და პარტიებს კრიზისის დროს ერთიანობისკენ მოუწოდა

15.02.2022 - ალექსანდრე ელისაშვილმა დადებითად შეაფასა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგები. გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო კომისიის საქმიანობაში

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა ვეტერანების პრობლემებზე

14.12.2021 - ალექსანდრე ელისაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის გამდიდრების ერთ-ერთი გზა ღვინო და ღვინის ტურიზმია. აქვს ინიციატივა, შეიქმნას ღვინის მუზეუმი

30.11.2021 - ალექსანდრე ელისაშვილი აზრით პრემიერის განცხადებები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობას აღიზიანებს. უარყოფითად აფასებს საბანკო სესხებზე მომუშავე ე.წ. ამომღები კომპანიების საქმიანობას

16.11.2021 - დეპუტატმა კოვიდთან მებრძოლი ექიმებისთვის ფულადი დანამატების გაცემის აუცილებლობაზე მიუთითა, ამასთან ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის სიმწვავეს და სააკაშვილის გლადნის კლინიკაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვება მიუღებლად მიიჩნია

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ვეტერანებისთვის სოციალური პროგრამების საკითხზე და დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ამ მიმართულებით

05.10.2021 - ალეკო ელისაშვილმა დადებითად შეაფასა გატარებული საარჩევნო რეფორმა. აღნიშნა, რომ კვლავაც პრობლემურია დაშინება და მოსყიდვა

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა პენსიონერების სესხებზე საპროცენტო განაკვეთის საკითხზე და მიუთითა პრობლემის გადაჭრის გზებზე

22.06.2021 - ალექსანდრე ელისაშვილმა ისაუბრა ვაქცინაციის პრობლემასა და პენსიონერებისთვის სესხებზე არსებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე

08.06.2021 - ალექსანდრე ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა პენსიონერთა სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე და ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე

13.05.2021 - ალექსანდრე ელისაშვილმა საწვავის გაზრდილი ფასის პრობლემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აუცილებელია მისი შემცირება. განაცხადა, რომ სკოლამდელთა რეგისტრაციის პორტალი გაუმართავია

ალექსანდრე ელისაშვილმა მიიჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა დადებითი მოვლენაა, თუმცა მისი თქმით ეს ადრე უნდა მომხდარიყო

29.05.2021 - ალეკო ელისაშვილი უარყოფითად აფასებს კანონპროექტს ადმინისტრაციული დაკავების ვადების გაზრდის შესახებ. გააკრიტიკა ოპოზიცია, რადგან ისინი განხილვებში არ მონაწილეობდნენ.

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს იმპორტისა თუ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის გათავისუფლებას. ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 23.02.2022. N07-3/171/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების საკითხის დარეგულირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.11.2021. N07-3/115/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, ან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც არის საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 21.07.2021. N07-3/98/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ტექნიკური ცვლილებები: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის გადასინჯვის შედეგად მასში ნაწილების ნუმერაციის შეცვლა.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  28.06.2021, N07-3/91/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/68/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას ამ სამართალდარღვევების ჩამდენის მიმართ. მათ შორის, გამკაცრდეს სანქცია სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე და სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 18.05.2021. N07-3/49/10.

 

____________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

_____________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________________

ალეკო ელისაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_____________________________

ალეკო ელისაშვილმა მხარი არ დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________________

ალეკო ელისაშვილმა მხარი არ დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_______________________________

ალეკო ელისაშვილმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის არის თუ არა განსაზღვრული უწყებრივი, სპეციალიზირებული მედლები და ორდენები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის არის თუ არა განსაზღვრული უწყებრივი, სპეციალიზირებული მედლები და ორდენები.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2021 წლიდან დღემდე ქალაქ თბილისში ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში არსებული ავია პარკებისა და შსს-ს დაქვემდებარებაში არსებული ვერტმფრენების რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო რამდენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა ან დაეკისრა სხვა სანქციები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრებს ანგარიში თუ რა ნაბიჯები იდგმება ავტომობილების ინსპექტირების ვალდებულების რეალურად აღსრულების მიზნით. ასევე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს ანგარიში თუ რა მდგომარეობაშია სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა საქართველოში. აგრეთვე, საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში, მუშაობს თუ არა შეტყობინების სისტემა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2013-2022 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ შეძენილი ავტომობილების, ავტოპარკის შენახვასა და საწვავზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა არის თუ არა თბილისის ბიუჯეტში განსაზღვრული სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფის თანხები და რა პრინციპით ნაწილდება იგი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ ჩაიშალა ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული კონკურსი რამდენჯერმე. ადრესატი: ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი ითხოვს ინფორმაციას, რას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, აგრეთვე, მათთვის საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ღონისძიებებს ახორციელებს და რა არის დაგეგმილი თბილისის მერიის მიერ ფიჭვების ხმობის პროცესის შესაჩერებლად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით. აგრეთვე, რა ხარვეზები აქვს აღნიშნულ პროგრამას და რა ნაბიჯებს დგამს ჯანდაცვის სამინისტრო მათი აღმოფხვრის მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა სახის საგადასახადო შეღავათები მოქმედებს მრავალშვილიანი ოჯახებისათვის და მუშაობს თუ არა ფინანასთა სამინისტრო მათთვის დამატებითი შეღავათების დაწესების საკითხზე. ადრესატი: ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში არსებული ციხე-სიმაგრეების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ვიზიტორი ჰყავდა ლამისყანის ორბელიანების სასახლეს და დუშეთის ჭილაშვილების ციხე-დარბაზს 2021 წელს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ვიზიტორი ჰყავდა ლამისყანის ორბელიანების სასახლეს 2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ავარიულ ისტორიულ შენობაში მცხოვრებ რამდენ ოჯახს უზრუნველყოფს თბილისის მერია ქირით. ასევე, 2010 - 2022 წლებში რა თანხა დაიხარჯა ასეთი ოჯახების ქირით უზრუნველყოფაში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ყოფილი ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე ავარიული ისტორიული შენობების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ალექსანდრე ელისაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები

ამჟამინდელი პარტია

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები

დაბადების თარიღი

1978-01-17

დეპუტატი
პარტიის ლოგო