ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2000

 

სამუშაო გამოცდილება

  • ააიპსაქართველოს სამოქალაქო მოძრაობისაღმასრულებელი დირექტორი, 2018 – 2020
  • ჩიკაგოს სამართლის მედიაციის პროგრამის მედიატორი, 2016 – 2017
  • ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიისიურისტი, 2008 – 2016
  • იურიდიული კომპანიაასლანიშვილი და იოსელიანისდამფუძნებელი, 2001 – 2008
  • თიბისი ბანკის მთავარი იურისტი, 2000 – 2001
  • საქართველოს ბანკისიურისტი, 1999 - 2000

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიმოქალაქეები“, წევრი 14.06.2021-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 28.06.2021 - 23.09.2022
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 17.05.2021 – 21.06.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 15.02.2021 – 21.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 13.05.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 30.12.2021
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 07.09.2021
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021 – 07.09.2021

24.05.2022 - ლევან იოსელიანი გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციამ ერთიანად დაუჭიროს მხარი ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას

15.03.2022 - ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიტიკურ პარტიათა კონსოლიდაცია

01.03.2022 - ლევან იოსელიანმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მოითხოვა ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციონირება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით

01.02.2022 - დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, ამასთან მან მიუთითა, რომ ტექსტში ნახსენები უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია

14.12.2021 - ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემაა ბელადომანია. გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა იმ დიალოგში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები

30.11.2021 - ლევან იოსელიანმა უარყოფითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესი. მიაჩნია, რომ კანდიდატები არ აკმაყოფილებდნენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს

02.11.2021 - ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ აფთიაქებსა და მაღაზიებში დასაქმებული კონსულტანტებისათვის გადახდილი ხელფასები ძალიან დაბალია და აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა

05.10.2021 - ლევან იოსელიანმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმა. თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გამოწვევების დასაძლევად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა აუცილებელი

22.06.2021 - ლევან იოსელიანმა ისაუბრა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე და მასზე მუშაობის პროცესი შეაფასა დადებითად

08.06.2021 - ლევან იოსელიანმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სანქციის გაზრდას ითვალისწინებს. ითხოვა პარლამენტის მხარდაჭერა

29.05.2021 - ლევან იოსელიანი უარყოფითად აფასებდ კანონპროექტს ადმინისტრაციული დაკავების ვადების გაზრდის შესახებ. გააკრიტიკა ოპოზიცია, რადგან ისინი განხილვებში არ მონაწილეობდნენ.

13.05.2021 - ლევან იოსელიანმა ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო ცვლილებათა საკითხებს შეეხებოდა. მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამნისტიის კანონპროექტის ერთ ვერსიაზე შეთანხმება

13.05.2021 - ლევან იოსელიანმა ახალგაზრდებში ჯარით დაინტერესების სიმცირე პრობლემურად მიიჩნია და მოუწოდა თავდაცვის მინისტრს ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისკენ. ამასთან, დეპუტატმა აუცილებლად მიიჩნია ქვეყანაში სამხედრო მუზეუმის გახსნა.

ლევან იოსელიანმა დადებითად შეაფასა პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობის გაზრდა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა

ლევან იოსელიანი პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

ლევან იოსელიანი ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

ლევან იოსელიანი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის შედეგების ღიაობას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 31.08.2022. N07-3/232/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

___________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს იმპორტისა თუ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის გათავისუფლებას. ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებების პაკეტი, 23.02.2022. N07-3/171/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების საკითხის დარეგულირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 03.11.2021. N07-3/115/10.

___________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ტექნიკურ ცვლილებები. კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის გადასინჯვის შედეგად მასში ნაწილების ნუმერაციის შეცვლას.

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  28.06.2021, N07-3/91/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 01.06.2021. N07-3/68/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას ამ სამართალდარღვევების ჩამდენის მიმართ. მათ შორის, გამკაცრდეს სანქცია სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე და სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 18.05.2021. N07-3/49/10.

 

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ისნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" 24.03.2021. N07-3/42/10.

______________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების" გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" 02.03.2021. N07-3/39/10.

 

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________________

ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_____________________________

ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________________

ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

____________________________

ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა ინფრასტრუქტურის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა დროში და რა მასშტაბით ფიქრობს განათლების სამინისტრო „1+4 პროგრამის“ დაფინანსების გაზრდას.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შემოდის თუ არა უცხოეთიდან ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში არსებული სკოლებისთვის სახელმძღვანელოები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა გარემოს დაცვის მინისტრს წარმოადგინოს რუსთავში არსებული საწარმოების თვითმონიტორინგის, მათ მიერ გამოყენებული ფილტრებისა და გამწოვის სისტემების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2019-2022 წლებში კომპანია LLC „Georgian Manganese“-ის მიერ, აგრეთვე, ჭიათურის სოფელ ითხვისსა და შუქრუთში არსებული კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა განათლების მინისტრს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა 2018-2023 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას არაქართულენოვან სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოები. აგრეთვე, იგეგმება თუ არა აღნიშნული სახელმძღვანელოების განახლების პროცესი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სტატისტიკური ინფორმაციით თუ რამდენმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღებული აკრედიტაციის სტატისტიკით 2017 წლიდან დღემდე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოთხოვა ეკონომიკის მინისტრს წარმოადგინოს ანგარიში 2020-2021 წლებში იანვარ-ივნისის პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მუნიციპალიტეტებს წარმოადგინონ მათ მიერ დაფუძნებული სსიპ-ების შესახებ ინფორმაცია და მათი საშტატო ნუსხა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოთხოვა მუნიციპალიტეტებს წარმოადგინონ მათ დაქვემდებარებაში არსებული ხელოვნების სკოლების შესახებ ინფორმაცია და მათი საშტატო ნუსხა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ საფასურით და გეგმავს თუ არა განათლების მინისტრი შეღავათების დაწესებას სტუდენტებისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა არის თუ არა პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის მერიებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარმოადგინოს თუ რა მეთოდოლოგიით ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის შედეგების საფუძველზეც ინიშნება სოციალური დახმარება.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლიდან დღემდე რამდენ პირს შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვით, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენ პირთან და რა მიზეზით შეიცვალა 2020 წლიდან დღემდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო პირობები, რომელიც დადებულია აუქციონის შედეგად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა არის თუ არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინტერესები. აგრეთვე, იცნობს თუ არა განათლების მინისტრი ტერეზა გალსტიან

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლიდან დღემდე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, მათი ხასიათისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების, საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევისათვის გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნულ ინფორმაციას ითხოვს 2019 წლიდან მოყოლებული, შესაბამისი უწყების მითითებით. ადრესატი: ფინანასთა მინისტრი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად არღვევს რეგულაციებს და აზიანებს კლიენტის ინტერესებს პრაქტიკა, როდესაც სესხის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადავადების დროს ბანკის კლიენტს უუარესდება სახელშეკრულებო პირობები. აგრეთვე, რა რეგულაციით არის შესაძლებელი კლიენტ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენ ოჯახზე გაიცემა საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირა თბილისის რაიონების მიერ. ადრესატები: კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, დიდუბის, ვაკის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდისა და ისნის რაიონების გამგე

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სოციალურად დაუცველი ოჯახების რა ნაწილს შეადგენენ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ ცხოველების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით, რომლებიც მიატოვეს პატრონებმა და რომელთა იდენტიფიკაციაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეძლო

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება საოკუპაციო ხაზის გამყოფ სოფლებში 2008 წლის ომის შედეგად დანგრეული სახლების აღდგენითი სამუშაობებისთვის

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სამინისტრო „შინაური ცხოველების დაცვის ევრო კონვენციის“ ხელმოსაწერად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ გაძვირდა გაზის ტარიფი 2022 წლიდან. აგრეთვე, ახორციელებს თუ არა კომისია აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სწორად აღრიცხვის კონტროლს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პარტიების „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოთხოვა ჯანდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ როგორ აპირებს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფას.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ლევან იოსელიანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები

ამჟამინდელი პარტია

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები

დაბადების თარიღი

1978-06-20

დეპუტატი
პარტიის ლოგო