ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, 2016
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი, 2008
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, 2006

 

სამუშაო გამოცდილება

  • შიდა ქართლის გუბერნატორი, 2018 - 2020
  • შპს მაგთიკომი”. იურიდიული განყოფილების უფროსი, 2013 - 2018
  • სასჯელაღსრულებისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, 2010 - 2013
  • კომუნიკაციის ეროვნული კომისია. უფროსი იურისტი, 2008 - 2010
  • იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი, 2006 - 2006

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 26.04.2021-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020 – 19.04.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 19.04.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა. საპარლამენტო დელეგაციის წევრი, 05.01.2021 - 09.06.2021

 

21.06.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე და მადლობა გადაუხადა მანიფესტანტებს აქციაში მონაწილეობისთვის. ამასთან, მიმართა ხელისუფლებას რომ 2022 წლის ბოლომდე გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

07.06.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფითად აფასებს ემიგრანტების არასრულფასოვან ჩართულობას არჩევნებში. მოუწოდა უმრავლესობას მხარი დაუჭიროს მათი გუნდის ინიციატივებს, რომლებიც მალე დაინიცირდება.

10.05.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფითად აფასებს პოლარიზაციას და მიაჩნია, რომ დღის წესრიგში ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი უმთავრესი საკითხები უნდა იყოს

12.04.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკრიტიკა ქართული ოცნება და მოუწოდა მათ სათანადოდ დააფასონ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. მიაჩნია, რომ ევროკავშირის მიერ გადმოცემული კითხვარი უნდა გასაჯაროვდეს

29.03.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაინიცირებულ ცვლილებებს, რაც პრეზიდენტის სადამსჯელო მექანიზმად შეაფასა

15.03.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გატარება და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გაერთიანება

01.03.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას

15.02.2022 - გიორგი ხოჯევანიშვილი მიიჩნევს, რომ ემიგრანტების პრობლემები ყურადსაღებია. წარმოადგინა მისი გუნდის მიერ ინიცირებული რამდენიმე კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ პოლიტიკური დევნის ფაქტებზე

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და ამით გამოწვეულ პრობლემებზე

05.10.2021 - გიორგი ხოჯევანიშვილმა უარყოფითად შეაფასა არჩევნები, ისაუბრა მათი პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლაზე. იკითხა როდის გათავისუფლდებოდა აკაკი ბართაია

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და მიუთითა ზეწოლის მეთოდებზე, რომელსაც მისი თქმით მმართველი პარტია ახორციელებს პარტია

22.06.2021 - გიორგი ხოჯევანიშვილმა ხაზი გასუვა დეცენტრალიზაციის განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივები მათი გუნდის მხრიდან

13.05.2021 - გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე მოვლენებს. ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის კონკრეტული გეგმის შემუშავებასა და ნატოს მისიაში ქართული ჯარისკაცების ჩართულობაზე

გიორგი ხოჯევანიშვილმა ოკუპაცია-ბორდერიაციის პრობლემას გაუსვა ხაზი; ამნისტია მიიჩნია პრობლემურად. განაცხადა, რომ „ქართული ოცნების მხრიდან“ გახარიას გუნდზე მიმდინარეობს ზეწოლა

გიორგი ხოჯევანიშვილი - მინისტრის საათი

გიორგი ხოჯევანიშვილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში მცხოვრები სხვა სახელმწიფო მოქალაქისთვის, რომელიც სარგებლობს თანამემამულის სტატუსით საქართველოში უვიზოდ დარჩენის უფლების ვადის გახანგრძლივებას. 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/223/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საშეღავათო პირობის გაზრდას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“09.06.2022. N07-3/222/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს მომსახურებებისა და უცხოეთში საქართველოს საკონსულოების მიერ იგივე მომსახურებაზე გაწეული ღირებულებების გათანაბრებას.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/221/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობის აუცილებლობას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07.07.2021. N07-3/96/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სოციალური შემწეობის ინდექსირებულ, ყოველწლიურ ზრდას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.02.2022. N07-3/165/10.

_____________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. განმარტებითი ბართი მიუთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.02.2021. N07-3/35/10

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________

გიორგი ხოჯევანიშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_____________________

გიორგი ხოჯევანიშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________

გიორგი ხოჯევანიშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

______________________

გიორგი ხოჯევანიშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2020

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2021 წლის III-IV კვარტალი

ფაილის ნახვა

გიორგი ხოჯევანიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1985-04-23

დეპუტატი
პარტიის ლოგო