განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები |
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში მცხოვრები სხვა სახელმწიფო მოქალაქისთვის, რომელიც სარგებლობს თანამემამულის სტატუსით საქართველოში უვიზოდ დარჩენის უფლების ვადის გახანგრძლივებას.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/223/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საშეღავათო პირობის გაზრდას.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“09.06.2022. N07-3/222/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს მომსახურებებისა და უცხოეთში საქართველოს საკონსულოების მიერ იგივე მომსახურებაზე გაწეული ღირებულებების გათანაბრებას.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/221/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ღია კენჭისყრის გზით.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 14.12.2021. N07-3/141/10.
__________________________________
დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს რეგისტრირებულ კოოპერატივებს, ადრე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან საკუთარი წესდებებისა და პაის ოდენობის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2021 წლის 1 იანვრამდე მიცემული ვადა გაუხანგრძლივდეთ 2022 წლის 1 იანვრამდე.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ 30.12.2020. N07-3/12/10
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი ბაზის შექმნას. კანონპროექტით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 07.04.2021,N07-3/43/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
____________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
____________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
____________________
ალექსანდრე მოწერელიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021
____________________
ალექსანდრე მოწერელიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
_____________________
ალექსანდრე მოწერელიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.
X მოწვევა
მაჟორიტარული წესით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქართველოსთვის
1972-11-16