ბიოგრაფია

განათლება

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა, 1997

 

სამუშაო გამოცდილება
  • მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, 2018 -2020
  • საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 2018 – 2018
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, 2015 – 2018
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის და ფერმერთა ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, 2013 – 2015
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი, 2011 – 2013
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისროს რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 2009 - 2011
  • რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი, 2008 – 2009
  • საქართველოს მთვრობის კანცელარიის რეგიონალური საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანაშემწე, 2007 -2007
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნებათშორის ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, 2005 – 2005
  • საქართველოს მთვრობის კანცელარიის ეროვნული თანადგომის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წამვანი სპეციალისტი, 2004 – 2005
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და საგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის კონსულტანტის თანაშემწე, 2003 – 2004
  • მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი, 2001 – 2003
  • .თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი, 1998 – 2000
  • . თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების მთავარი ინჟინერი, 1997 – 1998
  • . თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების ეკონომისტი, 1996 - 1997

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 26.04.2021-დან
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 19.04.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

22.06.2022 - შალვა კერესელიძემ უარყოფითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება. მოუწოდა პრემიერს მიხედოს კორუფციას და ნეპოტიზმს.

21.06.2022 - შალვა კერესელიძემ ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე და მადლობა გადაუხადა მანიფესტანტებს. დეპუტატმა ხელისუფლების ქმედებები ევროინტეგრაციის მიმართულებით მიიჩნია მიუღებლად.

07.06.2022 - შალვა კერესელიძე უარყოფითად აფასებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას. გამოვიდა ინიციატივით შესწავლილ იქნას პრობლემები და გამოთქვა მზაობა ჩაერთოს ამ პრობლემების მოგვარებაში.

10.05.2022 - შალვა კერესელიძე გამოვიდა ინიციატივით მოხდეს მიწების ზონირება და მიკრო/ბიო წარმოების შექმნა, ასევე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაყოფიერი მიწის კატეგორიის მკაცრად შეზღუდვა და აკრძალვა

12.04.2022 - შალვა კერესელიძე გამოვიდა ინიციატივით, სახელმწიფომ მიზნობრივი პროგრამის სახით საწვავის და შხამქიმიკატების ხარჯები დაასუფსიდიროს. მიაჩნია, რომ აუცილებელია ფერმერების დახმარება

15.02.2022 - შალვა კერესელიძემ გააკრიტიკა ქართული ოცნება. მიჩნია, რომ ქართული ოცნების დაპირებები რეგიონებში არ სრულდება

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთში არსებულ მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემებზე

14.12.2021 - შალვა კერესელიძე უარყოფითად აფასებს საკრებულოებში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებზე ზეწოლას. ღია კენჭისყრასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დროულად უნდა განიხილოს

30.11.2021 - შალვა კერესელიძემ უარყოფითად შეაფასა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი. გააკრიტიკა უმრავლესობა და მოუწოდა მათ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ

16.11.2021 - დეპუტატი გამოეხმაურა მოსახლეობის პრობლემებსა და კოვიდ პანდემიის მართვას. ამასთან, მან ისაუბრა საზოგადობის პოლარიზაციის სიმწვავეზე

05.10.2021 - შალვა კერესელიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დადებითად გამოეხმაურა მათი კანდიდატების შედეგებს რამდენიმე რეგიონში. იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს კანონის და ქართველი ხალხის წინაშე

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და მიუთითა ზეწოლის მეთოდებზე, რომელსაც მისი თქმით მმართველი პარტია ახორციელებს პარტია „საქართველოსთვის“ მიმართ. ამასთან, ხაზი გაუსვა კოვიდ პანდემიის მართვის პრობლემურობას

შალვა კერესელიძე - მინისტრის საათი

შალვა კერესელიძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში მცხოვრები სხვა სახელმწიფო მოქალაქისთვის, რომელიც სარგებლობს თანამემამულის სტატუსით საქართველოში უვიზოდ დარჩენის უფლების ვადის გახანგრძლივებას. 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/223/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საშეღავათო პირობის გაზრდას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“09.06.2022. N07-3/222/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს მომსახურებებისა და უცხოეთში საქართველოს საკონსულოების მიერ იგივე მომსახურებაზე გაწეული ღირებულებების გათანაბრებას.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/221/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ღია კენჭისყრის გზით.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 14.12.2021. N07-3/141/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პოლიტიკურ პარტიაზე გაიცეს სახელმწიფოს დაფინანსება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 14.12.2021. N07-3/143/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სოციალური შემწეობის ინდექსირებულ, ყოველწლიურ ზრდას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.02.2022. N07-3/165/10.

_______________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანისაარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნავლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს რეგისტრირებულ კოოპერატივებს, ადრე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან საკუთარი წესდებებისა და პაის ოდენობის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2021 წლის 1 იანვრამდე მიცემული ვადა გაუხანგრძლივდეთ 2022 წლის 1 იანვრამდე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ 30.12.2020. N07-3/12/10 

 ____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი ბაზის შექმნას. კანონპროექტით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 07.04.2021,N07-3/43/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

შალვა კერესელიძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________________

შალვა კერესელიძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________________

შალვა კერესელიძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

____________________________

შალვა კერესელიძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III - IV კვარტალი

ფაილის ნახვა

შალვა კერესელიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1975-09-15

დეპუტატი
პარტიის ლოგო