ბიოგრაფია

განათლება

  • დიუკის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების პოლიტიკა, 1999
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 1992

 

სამუშაო გამოცდილება

  • პარტია „ლელო საქართველოსთვის“. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, 2020 - დღემდე
  • „შენების მოძრაობა“. თავმჯდომარე, 2017 - 2019
  • „ქართული ოცნება“. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2011 - 2016
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, 2005 - 2013
  • „IRIS საქართველოს“ უფროსი იურიდიული და პოლიტიკური მრჩეველი, 2002 - 2005
  • „IRIS საქართველო“. მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, 2001 - 2002
  • საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი, 2000 - 2001
  • AMEX-International. მისიის ხელმძღვანელი, 1999 - 2000
  • თბილისის საარბიტრაჟო პალატა. არბიტრი, 1999 - 2012
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ლექტორი, 1999 - 2012
  • ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“. საბჭოს წევრი, 1995 - 1997
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თავმჯდომარე, 1995 - 1997
  • საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, 1993 - 1995
  • საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსი იურიდიული მრჩეველი, საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, 1992 - 1994
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორის თანაშემწე, 1992 - 1996
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წამყვანი იურიდიული მრჩეველი, 1992 - 1992
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, 1989 - 1995
  • საბჭოთა არმია, 1986 - 1988

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 25.02.2022-დან
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.12.2021 - 24.02.2022
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.05.2021 – 26.11.2021
  • ფრაქცია „რესპუბლიკელები“, წევრი 09.04.2016 – 18.11.2016
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“, წევრი 21.10.2012 – 09.04.2016
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 07.03.2022-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-24.02.2022
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 28.05.2021 – 26.11.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 28.05.021 - 26.11.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 30.12.2015 – 18.11.2016
  • საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 22.01.2015 – 18.11.2016
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 21.11.2012 – 18.11.2016

 

 

22.06.2022 - დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო ქვეყანას. უარყოფითად აფასებს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას.

21.06.2022 - დავით უსუფაშვილმა თავისუფალი ტრიბუნის ფარგლებში ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიიჩნია ევროინტეგრაციის პროცესისთვის დამაზიანებლად.

07.06.2022 - დავით უსუფაშვილმა უარყოფითად შეაფასა კანონპროექტი საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ.

07.06.2022 - დავით უსუფაშვილი დადებითად აფასებს ლელოს პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მედიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების თაობაზე.

12.04.2022 - დავით უსუფაშვილმა უარყოფითად შეაფასა უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი. მიაჩნია, რომ ამ კანონს ბევრი სხვა პრობლემა აქვს

01.03.2022 - დავით უსუფაშვილმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე და შეაფასა ის მიუღებლად. ამასთან, დეპუტატმა მოუწოდა პარლამენტს მიიღოს რეზოლუცია, რითაც პრეზიდენტს მიეცემა კომპეტენცია გამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელით

15.02.2022 - დავით უსუფაშვილი უარყოფითად აფასებს ბადრი ჯაფარიძესთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. მოუწოდა უმრავლესობის წევრებს არ დაუჭირონ მხარი უფლებამოსილების შეწყვეტას

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  კანონპროექტის ინიციატორს შესაძლებლობა ჰქონდეს პლენარულ სხდომაზე გაიტანოს საკითხი საკომიტეტო დასკვნის გარეშე, აგრეთვე, მოსთხოვოს წამყვან კომიტეტს უახლოეს სხდომაზე განიხილოს პროექტი,

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.09.2022. N07-3/235/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მთავრობისთვის გადაცემული დროებითი უფლებამოსილება დაადგინოს კარანტინის და იზოლაციის წესები შეწყდეს 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2022 წლის ივლისში.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 11.05.2022. N07-3/208/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/184/10.

______________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისა და ხსენებული შეჭრის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ომის დანაშაულების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შეფასება. 

„უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი, 07.04.2022. N07-3/191/10.

______________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.01.2022. 07-3/157/10.

______________________________

დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ 25.01.2022. 07-3/158/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში იმ სკოლების ჩამონათვლით, სადაც სწავლა რუსულად მიმდინარეობს ან რუსულენოვანი სექტორები ფუნქციონირებს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის 25 თებერვლის შემდგომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებლით. აგრეთვე, რამდენ მათგანს ჰქონდა დარღვეული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოში ცხოვრების ნებართვების მოთხოვნის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანსთა და პრემიერ-მინისტრებს წარმოადგინონ ინფორმაცია თუ რის საფუძველზე გამოსცა მთავრობამ 2022 წლის 21 აპრილის N217 დადგენილება, რომლითაც გაიზარდა და ზოგ შემთხვევებში დადგინდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებებზე საფასურები და რა ზეგავლენა ექნება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანსთა და პრემიერ-მინისტრებს წარმოადგინონ ინფორმაცია თუ რის საფუძველზე გამოსცა მთავრობამ 2022 წლის 14 აპრილის N201 დადგენილება, რომლითაც გაიზარდა და ზოგ შემთხვევებში დადგინდა შემოსავლების სამსახურის მომსახურებებზე საფასურები და რა ზეგავლენა ექნება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დააღვია თუ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში რომელიმე ორგანომ საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა განათლების მინისტრს წარმოადგინოს პოზიცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ დაფნარში სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ როდისთვის უზრუნველყოფს დუშეთის ზოგიერთი სოფლისთვის გაზის მიწოდებას ეკონომიკის სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პირი იძებნება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან სხვადასხვა ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012 წლიდან დღემდე მედია საშუალებების მიერ გადახდილი გადასახადების რაოდენობით და გადასახადის ტიპებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი ითხოვს ქალაქ თბილისის მიერ 2017 - 2021 წლებში უძრავი ქონების პრივატიზაციის, აგრეთვე, მასში დასაქმებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

დავით უსუფაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ლელო საქართველოსთვის

ამჟამინდელი პარტია

ლელო საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1968-03-05

დეპუტატი
პარტიის ლოგო