განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონპროექტის ინიციატორს შესაძლებლობა ჰქონდეს პლენარულ სხდომაზე გაიტანოს საკითხი საკომიტეტო დასკვნის გარეშე, აგრეთვე, მოსთხოვოს წამყვან კომიტეტს უახლოეს სხდომაზე განიხილოს პროექტი,
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.09.2022. N07-3/235/10.
_______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მთავრობისთვის გადაცემული დროებითი უფლებამოსილება დაადგინოს კარანტინის და იზოლაციის წესები შეწყდეს 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2022 წლის ივლისში.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 11.05.2022. N07-3/208/10.
_______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს რუსეთის ფედერაციის აგრესიის განდიდებას, გამართლებას ან მხარდაჭერას გამოხატვის ნებისმიერი საშუალებით და ფორმით, მათ შორის, აგრესიის სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრირების გზით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.04.2022. N07-3/197/10.
_______________________________
დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/184/10.
_____________________________
დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისა და ხსენებული შეჭრის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ომის დანაშაულების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შეფასება.
„უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი, 07.04.2022. N07-3/191/10.
_____________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.01.2022. 07-3/157/10.
_____________________________
დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ 25.01.2022. 07-3/158/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.
____________________________
დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დაადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის ახალ წესსა და პროცედურას, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციისთვის. წინამდებარე კანონპროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ შესრულდეს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მოთხოვნები.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 19.05.2021. N07-3/51/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.
„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
________________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
________________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის
1984-12-31