განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონპროექტის ინიციატორს შესაძლებლობა ჰქონდეს პლენარულ სხდომაზე გაიტანოს საკითხი საკომიტეტო დასკვნის გარეშე, აგრეთვე, მოსთხოვოს წამყვან კომიტეტს უახლოეს სხდომაზე განიხილოს პროექტი,
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.09.2022. N07-3/235/10.
____________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/184/10.
____________________________________
დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.
____________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თანამდებობის პირის ან მოხელის მიერ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელშეშლის კრიმინალიზებას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.03.2022. N07-3/174/10.
____________________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.
___________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.01.2022. 07-3/157/10.
___________________________________
დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ 25.01.2022. 07-3/158/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.
__________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის
დამოუკიდებელი დეპუტატები
1957-10-28