განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტების და ამ აქტების შედეგად მომხდარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფას გულისხმობს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 06.06.2022. N07-3/216/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციების შემცირებას.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.05.2021. N07-3/58/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.
_____________________________
დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებებსა და ინტიმური პარტნიორის ცნების შემოღებას.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.02.2022. N07-3/172/10.
_____________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.
__________________________
დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს უფლება რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით, გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა, შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ამდენად, დაშლილი ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებსაც ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფები.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.12.2021. N07-3/129/10.
__________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.
__________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ხელმძღვანელს (რექტორს), ნაცვლად აკადემიური საბჭოსა, აირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით. ამასთან კანონპროექტით მოთხოვნილია, რომ ხელმძღვანელი (რექტორი) არ შეიძლება იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 02.06.2021. N07-3/70/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.
„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
_______________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
1978-10-09