განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს იმ წევრებისთვის კომპენსაციის გაზრდას, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 30.06.2022. N07-3/215/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტების და ამ აქტების შედეგად მომხდარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფას გულისხმობს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 06.06.2022. N07-3/216/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციების შემცირებას.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.05.2021. N07-3/58/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ მცირე შემოსავლიანი გადასახადის გადამხდელებს შეუმსუბუქდეთ საგადასახადო ტვირთი და გარკვეული ვადით (6 თვით) კვლავ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.06.2021. N07-3/78/10.
____________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.
__________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.
__________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ხელმძღვანელს (რექტორს), ნაცვლად აკადემიური საბჭოსა, აირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით. ამასთან კანონპროექტით მოთხოვნილია, რომ ხელმძღვანელი (რექტორი) არ შეიძლება იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 02.06.2021. N07-3/70/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.
„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
_______________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
1981-07-08