ბიოგრაფია

განათლება

  • მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის მაგისტრი, 2004
  • მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრი, 2002

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, 2019 - დღემდე
  • თავისუფალი უნივერსიტეტი. ბიზნესის სკოლის დეკანი, 2016 - 2019

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“, წევრი 16.06.2021-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 31.05.2021 – 23.06.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 31.05.2021 – 23.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს წევრი 23.07.2021-დან
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021-დან

 

 

22.06.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ექსპროპრიაცია. გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს ექსპროპრიაცია.

21.06.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა შეუძლებლად მიიჩნია არაფორმალურ მმართველობასთან ფორმალური მეთოდებით ბრძოლა.

07.06.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ხელოვნურ თემებს. უარყოფითად აფასებს ინფლაციას. მოუწოდა კოლეგებს რეალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირდნენ.

10.05.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური გუნდი იმ პასუხისმგებლობას იღებს ინფლაციაზე, რომელიც რეალურად ეროვნულ ბანკს ეკუთვნის

29.03.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე და ჰკითხა ხელისუფლებას რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გაუჩნდეთ საქართველოსთან შემოერთების სურვილი

15.03.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკრიტიკა უმრავლესობა და აღნიშნა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა შეცდომების აღიარებითა ნდობის მოპოვებით მიიღწევა

01.03.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას გააკეთონ გასაგები განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით

15.02.2022 - ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტი წვრილმანი საქმიანობითაა დაკავებული. გააკრიტიკა საპენსიო სესხების ახლებური რეგულირება

14.12.2021 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკრიტიკა ეროვნული ბანკის ქმედებები. მოუწოდა პარლამენტარებს არ გაიზიაროს პასუხისმგებლობა და არ დაამტკიცონ მონეტარული პოლიტიკის დოკუმენტი

16.11.2021 - დეპუტატმა მიუთითა, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე

02.11.2021 - ალექსანდე რაქვიაშვილი მიიჩნევს რომ აუცილებელია მტრული რიტორიკის ნაცვლად რეალურ პრობლემებზე საუბარი

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა სიღარიბისა და ინფლაციის პრობლემაზე; ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მიმართ კონტორლის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას

08.06.2021 - ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა აუცილებელია, მათ შორის გადასახადების შემცირებისა და საზოგადოების ვაჭრებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლის გზით

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 10.02.2022. N07-3/169/10.

__________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული წევრებისთვის საარჩევნო მოხელის სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.01.2022. N07-3/164/10.

_________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს და უსკოს წევრებს ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება. ასევე, იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგეთ ან გაუგრძელდეთ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 09.03.2022. N07-3/176/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციების გაზრდას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 21.12.2021. 07-3/147/10.

____________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არაკონსტიტუციური მტკიცებულების სტანდარტით არის გასამართლებული, მიეცეთ შესაძლებლობა მათი საქმის გადასინჯვისა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.12.2021. 07-3/132/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპოექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცეთ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.12.2021. 07-3/131/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სასჯელის გაუქმებას მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.11.2021. N07-3/117/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე და 2019 წლის იგივე პერიოდში საქართველოში შემოსული და გასული რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს აუდიტის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგის ანგარიშები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მაკროფინანსური მოდელი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ინფლაციის შესახებ პროგნოზი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის პოლიტიკის დოკუმენტი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდური სახელმძღვანელოები.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს „არაფინანსური რისკების ნარჩენი დონის ეროვნული ბანკის რისკის მისაღებ დონესთან შესაბამისობის შესახებ“ ყოველწლიური ანგარიში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შსს-ს წარმოადგინოს 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველო ტერიტორიაზე შემოსული და გასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ახორციელებს თუ არა მთავრობა ეროვნულ ბანკზე ზეწოლას სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისას.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რას უკავშირდება და რის საფუძველზე მიმდინარეობს დავა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „მაგთი“-ს ინვესტორებს შორის, რომელთა მიერ კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხა $154 მილიონია.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს მოსაზრება მიიჩნევს თუ არა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც მაღალი ინფლაცია ფიქსირდება საგარეო ფაქტორით არის განპირობებული. აგრეთვე, როგორ ახდენს გავლენას უცხო ქვეყანაში არსებული ინფლაცია საქართველოში ფასების ზრდაზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს დააზუსტოს იგულისხმება თუ არა „მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში“ ფასების სტაბილურობა. აგრეთვე, რამდენად კავშირშია დასახელებული გარემოებები ერთმანეთთან.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა მოცულობის სახაზინო ობლიგაციები შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა ღია ბაზარზე კომერციული ბანკებისგან 2021-22 წლებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეკონომიკის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა კონკრეტული სამეცნიერო საფუძვლით ფიქრობს მთავრობა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სუბსიდირებით იმპორტის ჩანაცვლება დადებითი ეკონომიკური შედეგის მომტანია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ადამიანი არის მსჯავრდებული 2012 წლიდან დღემდე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ბენეფიციარებზე გაცემული საბიუჯეტო თანხების გაცემის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა ჩეხეთში მცირე საცალო სავაჭრო ობიექტებში კრონით და უცხოური ვალუტით ვაჭრობა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკიდან 2020 წლის 7 აპრილს მიღებული თანხების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ინფორმაცია კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის 01 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილამდე პერიოდში „სავალუტო სვოპებით“ მიწოდებული თანხების ლიკვიდობაზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ოქროს რეალიზაციის შედეგად შესული გადასახადის რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაციის, ფულის მასისა და რეფინანსირების განაკვეთით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეროვნული ბანკი საბაზრო ღირებულების დაანგარიშების საერთაშორისო სტანდარტებისგან გადახვევის აუცილებლობის წინაშე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2019-2022 წლებში საქართველოში იმპორტირებული და საქართველოდან ექსპორტირებული ხორბლისა მოცულობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2020-2021 წლებში რეკლამებზე და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა მეთოდოლოგიით ხდება მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთოხვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2022 წლის 2 თებერვლის მონეტარული პოლიტიკის სხდომის ოქმის ნაწილი, რომელშიც განხილულია გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აქვთ თუ არა უცხო ქვეყნებში ადგილობრივი პარლამენტის წევრებს, ადგილობრივ ცენტრალურ ბანკებში შემუშავებულ/შექმნილ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2020-2022 წლებში პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შესრულებული ნაბიჯების ჩამონათვალი და მათი აღწერა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2021 წლის 01 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე შეძენილი და გაყიდული აშშ დოლარის რაოდენობა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციით; 2. მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენების შესახებ ინფორმაციით. კერძოდ დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის (DSGE) მიდ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 15 ივნისამდე ემისირებული სახელმწიფო ობლიგაციებისა და სახელმწიფოს ხაზინის მიერ კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსებული თანხებისა და სერტიფიცირების ვადების შესახებ ინფორმაცით. დეპუტატი

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარმოადგინოს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული ფინანსური გირაოთი დატვირთული და რეფინანსირების სესხების მოცულობა და გაცემის თარიღების შესახებ ინფორმ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2013 წლიდან დღემდე ნარკოტიკულ დანაშაულზე ბრალდებულ პირთა შესახებ პერსონალური ინფორმაციით. აგრეთვე, რომელი მუხლით და რა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ამოღების საფუძვლით არიან ისინი ბრალდებულნი. ადრესატი: გენერალური პროკურატურა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საპენსიო სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელებული ინვესტიციებისა და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული საპენსიო აქტივობის შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: ეროვნული ბანკი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნულ ბანკს წარმოადგინოს 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 24 ივნისამდე კომერციული ბანკებისგან შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ღირებულებისა და შესყიდვების თარიღების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზაციის მიერ 2014 წლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ბენეფიციარებზე გაცემული თანხების მოცულობებისა და პერიოდების შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, მოსთხოვა ორგანიზაციას წარმოადგინოს თანხების გაცემის შედეგად მ

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა 12.8% დონიანი ინფლაციის მიზეზების განმარტება

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან გამომდინარე, რა პერიოდში უნდა გაიზარდოს სააქციზო გადასახადი სიგარეტზე და რა რაოდენობით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ როგორ განისაზღვრა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მოცულობა და რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული შეღავათით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2014-2020 წლებში ბენიფიციარებისთვის გაცემული თანხების მოცულობისა და პერიოდულობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა განმარტება თუ რატომ აქვთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს სხვა საქმიანობის განხორციელება აკრძალული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012 - 2021 წლებში თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის ღირებულების და იმპორტის ჯამური მოცულობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა სამომხმარებლო ფასების დათვლისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ როგორ ერევა და რა ინსტრუმენტებს იყენებს ეკონომიკის მინისტრი ფასების დასტაბილურებისა და ინფლაციის მოთოკვის პროცესში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა სამომხმარებლო ფასების შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

ალექსანდრე რაქვიაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

გირჩი

ამჟამინდელი პარტია

გირჩი

დაბადების თარიღი

1982-07-19

დეპუტატი
პარტიის ლოგო